"ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ კომენტარი "ბლაუგრანას" ლიდერ ლიონელ მესის შესახებ გააკეთა.
"ბარსელონა" ძლიერად არის დამოკიდებული მესიზე? ეს ნორმალურია, ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მე ყოველთვის მესისთან შეთანხმებით ავარჩევდი გუნდს, იმის მიხედვით, თუ ვისთან ერთად თამაში სურს.
მესის დახმარება სჭირდება. ახლა მას ისე სირბილი აღარ შეუძლია, როგორც 25 წლის ასაკში აკეთებდა. მიუხედავად ამისა, ის ზოგჯერ მაინც ახალბედა ფეხბურთელივით დარბის.
ჩვენ, "ბარსას" გულშემატკივრებს გვინდა, რომ მესის საუკეთესო ფეხბურთელები მოუყვანონ, რათა მან თამაშიდან სიამოვნება ისევ მიიღოს. ლეომ 70 წლამდე ითამაშოს, რათა მისი ცქერით
რაც შეიძლება დიდხანს დავტკბეთ", - განაცხადა კამერუნელმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით