"ნაპოლის" თავდამსხმელმა დრის მერტენსმა "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი განაცხადა, - იტყობინება ბელგიური Het Nieuwsblad-ი.
გამოცემის მტკიცებით, "ბარსას" მერტენსის თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელში ჩაგდება უნდოდა. კატალონიური კლუბი მის კანდიდატურას "ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად განიხილავდა.
თუმცა, მერტენსმა "ბარსელონაში" გადაბარგება იმიტომ არ ისურვა, რომ სტაბილურად თამაშის იმედი არ აქვს.
თუმცა, მერტენსმა "ბარსელონაში" გადაბარგება იმიტომ არ ისურვა, რომ სტაბილურად თამაშის იმედი არ აქვს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერტენსი "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს.