"რეალმაც" უპრობლემოდ იმარჯვა - დიდი საფინიშო რბოლა იწყება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ივნისს, ლა ლიგის 28-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ეიბარი" 3:1 დაამარცხა.

"სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის გამო მატჩი ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე მაყურებლების გარეშე გაიმართა და მასპინძლებმა მეტოქეს პირველივე ტაიმში მოუთავეს საქმე.

"რეალი" ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება და 17 ივნისს, შემდეგ ტურში "ვალენსიას" უმასპინძლებს, ხოლო "ბარსა" იმავე დღეს "კამპ ნოუზე" "ლეგანესს" დაუხვდება.

კროოსმა ამ სეზონში "რეალში" ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, რაც მისი რეკორდია.

რამოსმა პრიმერაზე 67-ე გოლი გაიტანა და კუმანთან (ბარსელონა) ერთად ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია. მან
თამაშიდან ფეხით გოლი 2017 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.

გარეთ ბეილმა "რეალში" 250-ე მატჩი ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სამახსოვრო მაისურა გადასცა.

ზიდანის ხელმძღვანელობით, "სამეფო გუნდმა" მე-200 მატჩი ჩაატარა - 132 მოგება, 42 ფრე და 26 წაგება. მასზე მეტჯერ "ბლანკოსს" მხოლოდ მიგელ მუნიოსმა (605) და დელ ბოსკემ (246) უხელმძღვანელეს.

ამ სეზონში ლა ლიგაზე გოლები "რეალის" 19-მა ფეხბურთელმა გაიტანა - ეს ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატის რეკორდია.

რეალი - ეიბარი 3:1
გოლები: 1:0 კროოსი (4), 2:0 სერხიო რამოსი (30), 3:0 მარსელო (37), 3:1 ბიგასი (60)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტიბო დირკუა
ter
15 ივნისი 2020 17:00
1
ეს ჯურნალისტები რუსების პატრიოტები არიან , მოკლეთ სრულად პრორუსული განწყობის ძალები არიან .
888
15 ივნისი 2020 12:02
3
ამათ რომ მცველები ჰყავთ,ჩვენ მოგვცა თავდასხმაში ასეთები.
სოსო
15 ივნისი 2020 10:02
1
რა სისულელეა-ლა ლიგის ბომბარდირი მცველებში ფერნანდო იეროა
BOSS
15 ივნისი 2020 02:22
1
იერო საყრდენი ნახევარმცველი იყოამპლუით როგორც გვარდიოლა. კარიერის ბოლოს ჩაწიეს დაცვაში, რომ დაბერდა და სისწრაფე მოაკლდა. როგორც მათეუსი გადაწიეს ბავარიაში და ასათიანი ლოკომოტივში :)
იერო
15 ივნისი 2020 05:41
0
ვისურვებდი რონალდოს და ედენ აზარს ერთად ბეილი არ არის რეალის შესაფერისი... ასევე ძალიან მწყდება გული რამოსის მარსელოს და მოდრიჩის ასაკზე და იმაზე რო მალე წავლენ... ნავასსაც ვისურვებდი უკან
Jeyjey
15 ივნისი 2020 02:16
1

სიახლეები პოპულარული