"რეალის" 30 წლის თავდამსხმელი გარეთ ბეილი ლა ლიგაში "ეიბართან" მატჩის (3:1) 71-ე წუთზე როდრიგოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და კუნთების პრობლემა შეექმნა, - იტყობინება "მარკა".
დღეს მან სპორტულ დარბაზში ივარჯიშა.
ბეილმა "რეალში" 250-ე შეხვედრა ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სამახსოვრო მაისურა გადასცა.
"სამეფო კლუბი" უელსელის გაყიდვას ცდილობდა, მაგრამ მისი შეძენის სურვილი არც ერთმა გუნდმა არ გამოთქვა.