"სოსიედადი" მსაჯობით უკმაყოფილოა - "რეალმა" მოიგო, გალიდერდა და ყველაფერი მის ხელთაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 30-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე "სოსიედადს" 2:1 მოუგო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სერხიო რამოსმა და ბენზემამ დალაშქრეს ბასკების კარი. მერინომ ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლო. ბოლოს სანსებასტიანელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და დამარცხდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები რამდენიმე ეპიზოდში მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ: როდესაც ლორენტემ ვინისიუსი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, იანუზაის არჩათვლილი  და ბენზემას ჩათვლილი გოლის გამო. სწორედ ამაზე მიანიშნა "ბარსას" მცველმა ჟერარდ პიკემ "სევილიასთან" ნამატჩევს, რომ რაც ხდება, ძნელად წარმოსადგენია, "ბლანკოსმა" ქულები დაკარგოს. ახლა ამ თემაზე
საუბრები აშკარად გამძაფრდება.

"რეალს", ისევე, როგორც "ბარსელონას", 65 ქულა აქვს, მაგრამ ურთიერშეხვედრებში უპირატესობით (0:0, 2:0) გალიდერდა.

24 ივნისს "ბარსელონა" "ბილბაოს" მასპინძლობს, ხოლო 25 ივნისს "რეალი" - "მალიორკას".

სერხიო რამოსმა, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს, პრიმერაზე 68-ე გოლი გაიტანა და მცველებს შორის ბომბარდირი გახდა. სერხიომ ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატზე მე-7 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, მან ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-20 პენალტი გამოიყენა.

"რეალში" პრიმერაზე 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა.

სოსიედადი-რეალი 1:2
გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (50, პენ), 0:2 ბენზემა (71), 1:2 მერინო (83)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვინმემ რამე რო მოგპაროთ და მერე თქვენ იმას მოპაროთ თქვენ წმინდანები გამოდიხართ? რეალს 7-10ქულა დააკარგვინესო და და იქნებ ატლეტიკოს 30 ქულა დააკარგინეს რატო არ დათვალეთ? ძალიან უნიჭო გამართლებაა ის რო ადრე თუ დააკარგვინეს ეხლა თუ მსაჯი მათკენ იყო მერე რა ორივე დანაშაულია და ეს არაობიექტური ფანობით შორს ვერ წახვალთ
ნოდო
22 ივნისი 2020 23:14
6
რეალის ფანები თუ ნაცებივით ვართ,ბარსას ფანები რაღა ყოფილხართ.თქვენ,რომ კაცმა გკითხოთ ობიექტურად მსჯელობთ და აფასებთ,არადა ერთი ვინმემ თქვას მსაჯებმა ბარსას დაეხმარესო გავარდებით და შეურაწყოფას აყენებთ.ბარსას ფანები ამბობთ რეალს მსაჯები ეხმარებიანო? თავმოყვარეობა, კაცობა აღარ გაქვთ,რომ "მსაჯელონაზე" ყოველთვის თვალებს ხუჭავთ და რეალს მიადგებით. რამდენი თამაში მოუგია "მსაჯელონას" დაგითვლიათ? მესის და ბარსას ჩასვრილი, რომ მსაჯებმა წმინდეს ბევრ გუნდთან მაგაზე, რატომ არ ლაპარაკობთ,განსაკუთრებით ლა-ლიგაზე, როგორ ეხმარებიან ბარსას ამაზეც რატომ არაფერს ამბობთ? საღად აზროვნების დროა ბარსას ფანებო.შეეშვით რეალს და მსაჯებს და თქვენს "მსაჯელონას" მიხედეთ...არ დაბლოკოთ
კარგით რა
22 ივნისი 2020 22:41
2
რეალს, რომ მსაჯები სწყალობენ არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ბაბუ პერესი, რისი ბებერი მელაა თუ მსაჯები არ მოისყიდა? რეალსაც რამდენჯერ ჩაუსვრია? დაითვალეთ... ვაახ ეს ვის გადავეკიდეთ ამ ნაცების კლასტერებს?!! სუფთა კორონა ვირუსები ხართ მარადონისტები, კრისტინკები, ამაშიები განსაკუთრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
?!
23 ივნისი 2020 11:52
4
რეალის ფანები და ნაცები არფრისგან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შავი თეთრია თეთრი შავია, ამ პრინციპით თამაშობს რეალი.
ხვიჩა
22 ივნისი 2020 20:23
8
ნეტა ჩაიგდოთ ენა ამ ბარსას ფანებმა ჯერ
3-ჯერ ლიგა მოიგეთ ზედიზედ და მერე ილაპარაკეთ თუ არა და წადით რაა ხეტაფეს მოუგეთ ჰა ჰა ჰა
A M E R I C A
23 ივნისი 2020 16:04
1
ვინც ამბობთ მსაჯირეალს დაეხმარა ჯერ წესები წაიკითხეთ და მეორეც როცა რეალს ჩაგრავენ ხმას რატომ არავინ იღებთ? ბეტისთან სამი ქულა ამოგვაცალეს პენალტი რომ არ დადეს და მერე კლასიკოში ორი პენალტი არ დაუდეს და კიდე ხმას რა როგორ იღებთ
Nick
22 ივნისი 2020 19:13
5
რეალი ჩემპიონია გასკდით ბოღმაზე ბარსას ფანებო,მსაჯობაზე არ დაიწყოთ ლაპარაკი რეალს გეუბნებით მინიმუმ 7-10 ქულამდე დააკარგინეს თუ არ გიყურებიათ გეტყვით კონკრეტულ მატჩებს და უყურეთ მერე ასე აღარ ილაპარაკებთ მიკერძოებული არ უნდა იყო ,ბარსელონას ამ სეზონში რა დამართა ნახეთ ყველამ ჯერ საკუთარ მოედანზე როგორ დაინდეს მსაჯებმა არ თქვათ არ იყო პენალტიო ვარანზეო ან ერთ ან მეორე მომენტში და ამის მერე ყბედობთ პიკესთან ერთად.ლიგაზე რომ იძახით არსენალთან ბარსელონამ თამაშგარე გოლით მოიგო ფინალი თუ თვალებს ხუჭავთ... მსჯების თემა ყოველთვის იქნება რაც გინდა დანერგონა ნებისმიერი გუნდის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგიდ ასე რომ ბევრი არ უნდა ილაპარაკო.. ბარსას ფანებო პსჟსთან 6-1 სუარესი მომენტი პენალტი იყო რომ ჩაყვინთვთავის სტილში თქვენმა საყვარელმა 9იანმა... ხმა არ ამოიღოთ კიდევ რამდენი გაგახსენოთ,მესის როგორ ინდობენ კიდევ მსაჯები სხვა თემა ბარათებზე....რომას და ლივერპულის კოშმარები დღესაც გესიზმრებათ...
აკაკი
22 ივნისი 2020 18:13
6
პირიქით მარსელოზე აშკარა პენალტი არ დადო.
თემო
22 ივნისი 2020 13:41
4
თუ შეცდომა დაუშვა ვარანმა, მას დააზღვევს რამოსი, თუ შეცდომას დაუშვებს რამოსი, მას დააზღვევს . . . მსაჯი. (ლა ლიგის წესი).
ნოე9
22 ივნისი 2020 12:38
9
12 იყვნენ მოედანზეო ამაზეა ნათქვამი.ყველა საკამათო სიტუაციაში რეალის სასარგებლოდ როგორ ღებულობს გადაწყვეტილებას ეს ვარი საოცარი დამთხვევაა პირდაპირ რაა.კლუბი კი არა მაფიოზი პრეზიდენტის მათხოვარი ბანდაა,არ სცხვენიათ მაინც?იუვენტუსიც ზუსტად ასეა იტალიაში,განსხვავება ისაა რომ იუვეს გავლენა იტალიას ვერ სცდება ამათი კი ესპანეთსაც სცდება და უეფასაც.
master
22 ივნისი 2020 12:21
9
რა დღეში გაქვს ნერვები.. ნწ. ნწ. ნწ
ისე არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვისაც რეალი ასე წამლავს თავის მიღწევებით :) :) :)
მართალი
22 ივნისი 2020 22:49
4
ან რა პენალტი დადო მსაჯმა, ან რა გოლი არ ჩაუთვალა სოსიედადს. სამარცხვინოა უკვე ეს ყველაფერი. ასე მოაგებინეს რეალს 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
ნოე9
22 ივნისი 2020 09:48
24
manolas
Megreli
22 ივნისი 2020 13:26
0
მსაჯებს რეალი, რომ "ნამეტნავად" უყვართ რა ახალი ამბავია? შენი რეალიც ათრიეს ზოგ ზოგიერთებმმა კარგად ბალახზე და ბევრჯერაც წაუგიათ სამარცხვინოდ გრანდებისგან. მართლა უსამართლობა იქნება ასე მსაჯებისგან "ნაჩუქარი" ჩემპიონობა თუ მოიპოვეს რეალმსაჯრმა. რაღაცა ძალიან ამოიდგით ენა ამ რეალის ფანებმა არა? თქვენი კრისტინკა როგორ არის იქით იუვეში? დაასამარეს გატუზოს ბიჭებმა?
რაულ გონსალეს ბლანკოსს. კოკა
22 ივნისი 2020 12:57
11
ყველა გამოხმაურება
პიკე მსაჯობაზე როგორ ლაპარაკობს უყუროს ბარსელონა რეალის თამაშს ორჯერ აშკარად რომ დაინდეს და პენალტი არ დაუნიშნეს ვარანი გალახეს რასაც ქვია და ეს ყბედი მსაჯობაზე ლაპარაკობს... სხვა თამაშებს რომ თავი დავანებოთ... რეალს მინიმუმ 7 ქულა მაინც დააკარგვინეს პირადად მსაჯებმა...უსამართლობა იქნება რომ ბარსელონა გახდეს ჩემპიონი ამ სეზონში თუნდაც იმიტომ რომ რეალმა აშკარად აჯობა ორივე მატჩში...და 4ქულის მაგივრად 6 უნდა აეღო მსაჯების არაობიექტურობის გამო...
აკაკი
22 ივნისი 2020 06:30
27
ბარსა ჩელსის უყუროს ჯობია
Megreli
22 ივნისი 2020 12:28
2

სიახლეები პოპულარული