ლა ლიგის 31-ე ტურში "ბილბაოს" 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გააკეთა.
"ეს მოგება გვჭირდებოდა. ცხადია, ამ სიტუაციაში უკეთესია, რაც ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ. 3 ქულა მოვიპოვეთ და ჩვენი უშუალო კონკურენტის მატჩს უნდა დაველოდოთ.
პირველ ტაიმში ბურთით ცოტა არააკურატულად ვმოქმედებდით, ვკარგავდით და ეს ძვირად გვიჯდებოდა. ვერ ვნახულობდით იმ მოქნილობას, რომელსაც ვფლობთ. მეორე ტაიმი გუნდმა გაცილებით უკეთ ჩაატარა. ფატისა და პუჩის შეცვლაზე შესვლამ მოძრაობა შეგვძინა. ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით. მეორე ტაიმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს.
გაგვიჭირდა. როდესაც მეტოქე ცოტა
თავისუფალ სივრცეს გიტოვებს, მარჯვედ და ზუსტად მოქმედება გმართებს. შესვენებამდე ამას ვერ ვახერხებდით. ვფიქრობ, ამას თანდათან შევძლებთ.
საჭიროა ვაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, მეტოქე რას აკეთებს, არამედ ჩვენ რას ვაკეთებთ. ზედიზედ 5 მატჩში არ გაგვიშვია გოლი, ეს კარგია. ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა მოვიგეთ. რაღაცები გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ მოძრაობა კარგია", - ციტირებს სეტიენს "მარკა".
გაგვიჭირდა. როდესაც მეტოქე ცოტა
საჭიროა ვაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, მეტოქე რას აკეთებს, არამედ ჩვენ რას ვაკეთებთ. ზედიზედ 5 მატჩში არ გაგვიშვია გოლი, ეს კარგია. ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა მოვიგეთ. რაღაცები გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ მოძრაობა კარგია", - ციტირებს სეტიენს "მარკა".
ვალვერდემ დაიწყო და ამან ბოლომდე მიიყვანა ბარსელონას დეგვარდიოლიზაციის პროცესი.სადღაა ის ფილიგრანული გუნდური მოძრაობა,ან პასის ტექნიკა.უკვე ლა ლიგის სხვა გუნდებისაგან აღარაფრით განსხვავდებიან,ერთადერთი მესია მათი განსხვავება და უპირატესობა,მაგრამ ისიც დაიღალა ამ ბარდაგით.უკვე მერამდენე წელია,თითქმის მარტო მიათრევს გუნდს,მწვრთნელები და გუნდის პრეზიდენტი კი,ყოველნაირად ხელს უშლიან.დღეს 33 წელი შეუსრულდა მესის და ვულოცავ,მაგრამ მეეჭვება თვითონ საზეიმო ხასიათზე იყოს, გუნდის თამაშის შემხედვარე.ბარსელონა ცხვრის ფარას დაემსგავსა,რომელსაც ყოჩი კი ჰყავს,მაგრამ მწყემსი და ძაღლები,სადღაც ჩრდილში არიან დაყრილები და ფარა არც ახსენდებათ,ან თუ ახსენდებათ,მხოლოდ ცხვრის დასაკლავად და საქეიფოდ.მესი თითქოს იბრძვის,მაგრამ ეს,გამარჯვებისათვის დამუხტული კაცის თამაში კი არა,უკვე ხელჩაქნეული კაცის თამაშია,რომელიც სიამოვნებას ვეღარ იღებს,დაიღალა და აღარც არაფრის იმედი აქვს.ის უბრალოდ თავის ვალს ისტუმრებს.რაღა მესი,მთელი გუნდიც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.თავგანებებული,უპატრონო გუნდის შთაბეჭდილებას,რომელსაც ერთი სული აქვს,ჩემპიონატი როგორმე ჩამთავრდეს და შემდეგ,იქნებ კლუბის პრეზიდენტს,როგორმე აიძულონ გადადგომა,ან რაიმე შეიცვალოს.