"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი 33 წლის გახდა. მას დაბადების დღე ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა მიულოცა.
"მესის დაბადების დღეს ვულოცავ. ის თავისი საოცარი კარიერის დასასრულს უახლოვდება. 722 მატჩი და 699 გოლი ფეხბურთელისა, რომელიც ესოდენ შემოქმედებითია, რომლისთვისაც უცხოა პარტნიორების მიმართ ეგოიზმი და რომელიც ასე მკვლელივით ასრულებს შეტევებს.
როდესაც თამაშს თავს დაანებებს, მის გარეშე მოვიწყენთ. ასე რომ, ისიამოვნეთ მისი თამაშით, ვიდრე კიდევ შეგიძლიათ", - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.
ამ სეზონში მესიმ ლა ლიგის 26 მატჩში 21 გოლი და 15 საგოლე გადაცემა
მიითვალა.
ამ სეზონში მესიმ ლა ლიგის 26 მატჩში 21 გოლი და 15 საგოლე გადაცემა