ანდუხარ ოლივერი: პიკეს წესები არ დაურღვევია, ჯარიმა დასანიშნი არ იყო

AutoSharing Option
ყოფილმა მსაჯმა ხუან ანდუხარ ოლივერმა კომენტარი გააკეთა საჯარიმოს დანიშვნაზე, რომლიდანაც "სელტამ" "ბარსელონას" გოლი გაუტანა და მატჩი 2:2 დასრულდა.

ჟერარ პიკემ ვარდნა განახორციელა, რის შემდეგაც რაფინია წაიქცა. მსაჯმა გილერმო კუადრა ფერნანდესმა მიიჩნია, რომ პიკემ თამაშის წესი დაარღვია და საჯარიმო დანიშნა, რომლიდანაც იაგო ასპასმა გოლი გაიტანა.

"პიკე რაფინიას შესაჩერებლად გაზონზე ეცემა, მაგრამ იქ არავითარ შემთხვევაში არ იყო საკმარისი კონტაქტი, რათა ჯარიმა დანიშნულიყო.

"სელტას" ფეხბურთელი ეცემა მიწაზე, არბიტრი კი თვლის, რომ პიკემ წესი დაარღვია და შეცდომას უშვებს", - განუმარტა ეპიზოდი ანდუხარ ოლივერმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 2 /
საქმე ჯარიმის არდანიშვნაზე არაა, საქმე მარჯვენა კუთხის ჩასაკეტად რომ კედელი არასწორად იდგა იმაშია. ამას გარდა თუ მხოლოდ რეალმა და ბარსელონამ უნდა მოიგოს, მაშინ სხვა კლუბები რა საჭიროა?
jango
11:42 28-06-2020
0
ხუან "ანდუხარ" ოლივერი - ანუ ხუან "ანდუყაფარ" ოლივერი?
ანდუყაფარი
08:25 28-06-2020
0

სიახლეები პოპულარული