ბენზემა: "ბარსაზე"არ ვილაპარაკებ, ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს

AutoSharing Option
ლა ლიგის 32-ე ტურში "ესპანიოლის" 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ გააკეთა, რომლის ჩინებული პასით კაზემირომ გოლი გაიტანა.

"კარგი გადაცემა გამომივიდა, მაგრამ მთავარია, გოლი გავიტანეთ. კაზემირომ ყველაფერი სწორად გააკეთა. ვიცოდი, რომ ჩემ უკან იქნებოდა.

რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი. "ბარსაზე" არ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ და ჩვენთვის ყოველი მატჩი ფინალივითაა.

გამარჯვებით ბედნიერები ვართ. კარგად ვითამაშეთ და სახლში 3 ქულით ვბრუნდებით", - განუცხა
და ბენზემამ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალი დარჩენილ თამაშებში სამი ქულის დამკარგავი რომ აღარ არის,დღესავით ცხადია.ასე რომ ბარსელონაზე მართლაც არაფერი აქვთ სალაპარაკო.ბარსელონაში კი,მატჩის შემდეგ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ხმამაღალი ლაპარაკი გამართულა და არც საკვირველია.არა მგონია პრეზიდენტმა და მწვრთნელმა,მომავალ სეზონამდე მიაღწიონ,ხოლო თუ მიაღწიეს,მაშინ ვაი ბარსას.სამეული სანატრელი გაუხდებათ და ფეხბურთელები გუნდიდან გაიქცევიან.ბართომეუს შეუძლია ბეილი გადაიბიროს.მაინც ვარსკვლავი ჰქვია.ასეთი ფეხბურთელები შეეფერება მის გემოვნებას
სოსო
10:22 29-06-2020
0

სიახლეები პოპულარული