სეტიენი: გრიზმანის წინაშე ბოდიშს არ მოვიხდი, სუარესი და მესი მოედანზე სულ უნდა იყვნენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი "ატლეტიკოსთან" ფრედ, 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ანტუან გრიზმანის მცირე სათამაშო დროზე საუბრობს.

"მე დაველაპარაკები გრიზმანს. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, მაგრამ მესმის, რომ ის შესაძლოა თავს ცუდად გრძნობდეს. მე ის მეცოდება, იმიტომ, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალი და მშვენიერი ადამიანია.

რიკი პუჩი კარგად მუშაობდა. სუარესი მუდმივად მოედანზე უნდა იყოს, ისევე, როგორც ლეო. მარტივი არაა, გრიზმანს ადგილი ისე შევურჩიო, რომ გუნდის დესტაბილიზაცია არ მოხდეს".

Mundo Deportivo-ს ცნობით, გრიზმანისა და სეტიენის საუბარი დღეს, 1-ელ ივლისს, დილის ვარჯიშზე
უნდა შედგეს. ფეხბურთელი და მწვრთნელი ცალკე დაილაპარაკებენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გრიზმანი მეც მეცოდება,რას ერჩოდა ბარსელონა,თუ კი მის სათამაშო ამპლუაში გამოყენებას არ უპირებდა,რაღას აჰყავდათ?
სოსო
11:48 02-07-2020
0
მწვრთნელი რომ გრიზმანს ადგილს ვერ მოუძებნის გუნდში ჩემი აზრით ის მწვრთნელი დიდი სულელია ვინც არუნდა იყოს
ვახო
16:51 03-07-2020
0

სიახლეები პოპულარული