"რეალმა" ისევ მოიგო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" სახლში "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.

უნდა ითქვას, "ხეტაფე" მრისხანე მეტოქეს არ შეუშინდა და დაცვაში არ ჩადგა, ბურთსაც აგორებდა და უტევდა კიდეც. მატჩის ბედი კი კარვახალმა გადაწყვიტა, რომელიც საჯარიმოში ოლივეირამ წააქცია და თერთმეტმეტრიანი სერხიო რამოსმა ზუსტად შეასრულა.

ვერ ვიტყვით, რომ ზიდანის გუნდმა გადასარევად ითამაშა, მაგრამ კლასის ხარჯზე მორიგი 3 ქულა მიითვალა და ოქროს მედლებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

"რეალმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 74 ქულით ლიდერია, "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს და იმის გათვალისწინებით, რომ ქულებს არ
კარგავს, ეს უკვე სერიოზული ფორაა.

5 ივლისს "რეალი" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება, ხოლო 6 ივლისს "ბარსა" გასვლაზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

"რეალის" მეკარე კურტუამ პრიმერას მიმდინარე გათამაშების 16 მატჩში არ გაუშვა გოლი და ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ლიდერია.

რეალი - ხეტაფე 1:0
გოლი: სერხიო რამოსი (79, პენ)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბარსას პანებო რატომ აკაკუნებთ ვერ ვხვები ეგ კიდევ გუნდი გონიათ თქვენ დაიწყება სეზონი და ნახავთ თქვენი თვალებით სულ 30 წუთით ქაჩავენ უკვე დააკვირდით
real
04 ივლისი 2020 07:07
0
ხალხი სერიოზულად ამბობს საეჭვო პენალტი იყოო :დდ რა უნდა ექნა ეცემა კარვაჰალი თუ?
Nick
03 ივლისი 2020 12:38
2
რად უნდა ამ თერთმეტმეტრიანს გარჩევა, 100%-იანი იყო, თან ისეთი, რომ ვიდეორეფერიც არ ჭირდებოდა. თავად დამრღვევმა ფეხბურთელმა თავი ჩაღუნა და ხმა არ ამოუღია და ბარსას გულშემატკივრებმა რას შეხედეს ასეთს:)
madrid
03 ივლისი 2020 12:04
1
ტრადიციულად საეჭვო პენალტით მოგებული თამაში.რეალის კართან რომ ყოფილილიყო ასეთი მომენტი,დანიშნავდნენ პენალტს?რა თქმა უნდა არა.ასეთ დაჩაჩანაკებულ ბარსასთანაც კი მსაჯის დახმარება სჭირდებათ ამ უბადრუკ მათხოვრებს.ზოგადად ასე ჩამოყალიბდა ბოლო თითქმის წელია_მსაჯი მადრიდის რეალის ერთგული მეგობარია.
master
03 ივლისი 2020 11:09
19
დაიწყეს ბარსას ფანებმა ტირილი.ვიდეო კონტროლი იმიტომაც მოიგონეს რომ სანტიმეტრებიც გაზომონ.
ასეა ეს
03 ივლისი 2020 10:13
2
რას გავს ბილკადენია ეს ჩემა. და საერთოდ წალეკა ევროპა წვერების მოშვებამ. სიფეთხუმისა და სიზარმაცის ერთერთი წინაპირობა
კოტე
03 ივლისი 2020 08:20
7
ძალიან მარტივად პროგნოზირებადი გახდა რეალის თამაშები. 1-0 და პენალტი რამოსი. აქეთ ბარსას აღებულ პენალტს უუქმებენ,რადგან ტერ შტეგენს 1,5სმ წინ ჰქონდა ფეხი ხაზიდან. მახსენდება სეზონი როდესაც რეალი გახდა ჩემპიონი და ბარსას ბეტისთან არ ჩაუთვალეს ბოლო ტურებში კარში 1 მეტრზე შესული გოლი.
1
03 ივლისი 2020 07:04
18
პირველ რიგში პენალტი არ იყო? :დდდდ და მეორე იმას ამბობ რომ წესების დარღვევით აღებული პენალტი ჩაეთვალათ? :დდ თუ ძაან გინდა ობიექტურობა რეალის წართმეულ ქულებზეც თქვი, ჯერ პირველი კლასიკო და კიდე ბეტისთან არ დადებული პენალტი
Nick
03 ივლისი 2020 12:40
0
ბარსელონაში რო რეალთან მსაჯმა ფრე გაჩუქათ გახსოვს? :)
sormona
03 ივლისი 2020 10:05
1

სიახლეები პოპულარული