ცნობილი გახდა, როდის დატოვებს მესი "ბარსელონას"

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი კლუბს 2021 წელს დატოვებს. ინფორმაციას Cadena SER-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბსა და მესის შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბოლო პერიოდში დადებითად მიმდინარეობდა, 33 წლის თავდამსხმელმა პოზიცია შეიცვალა.

კატალონიური გრანდის წარუმატებლობის შემდეგ არგენტინელი ცვლილებებზე დაფიქრდა. წყაროს ცნობით, ლიონელი დაიღალა კლუბიდან ინფორმაციის გაჟონვებით და მასზე იმის დაბრალებით, რასთანაც კავშირი საერთოდ არ აქვს.

ასევე, ფორვარდი უკმაყოფილოა იმითაც, რომ კლუბი დიდი ხანია ვერ ახერხებს ახალი პროექტის ჩამოყალიბებას, რომელიც "ბარსელონას" გრძელვადიან წარმატებას მოუტანდა.

altზიდანმა მესის "ბარსადან" სავარაუდო წასვლაზე კომენტარი

გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩემი სუბიექტური აზრით სხვა ლიგაში და სხვა გუნდში ისეთი კარგი ვერ იქნება როგორიც ბარსაშია
კა
12:17 03-07-2020
17
მესი აუტიზმის მსუბუქი ფორმით არის ავად,მისთვის ძალიან ძნელია უცხო გარემოში მოხვედრა და წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ჩააგდო კლუბის პრეზიდენტმა თავისი ინტრიგებით და უაზრო ტრანსფერებით,რომ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.იმედია მანამდე, თვითონ ბარტომეუ დატოვებს პოსტს და მესის წასვლა აღარ გახდება საჭირო.ახლანდელი მისი თამაში კი,უკვე სასჯელივითაა.სადაცაა აფეთქდება.ასეთივე მდგომარეობაში არიან სხვებიც.
სოსო
12:00 03-07-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული