ანდუხარ ოლივერი: მარსელოს ფეხზე დააბიჯეს - ეს პენალტია

AutoSharing Option
ყოფილმა მსაჯმა ოლივერ ანდუხარმა "ბილბაოსა" და "რეალის" მატჩში (0:1) მასპინძელთა კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე გააკეთა კომენტარი, რომელიც სერხიო რამოსმა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ბილბაოს" მცველმა დანი გარსიამ საჯარიმოში მარსელო წააქცია, არბიტრმა ლუის გონსალეს გონსალესმა კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა.

"მოედანზე მოძრაობა დასჯადად არ მოჩანს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ დანი გარსიამ მარსელოს ფეხზე დააბიჯა, რაც მაქსიმალურად უნდა დაისაჯოს - პენალტით", - განუმარტა ოლივერ ანდუხარმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რამოსის ეპიზოდში პენალის მოთხოვნა სასაცილოა მართლა.ბურთი საერთოდ მაგ მომენტიდან მგონი ზესტაფონის ავტისადგურში მიგორავდა))) და მეორეც დავუშვად და პენალი იყო ,თამაშგარეში რო დგას თავდამსხმელი ნუთუ აგარ მიაქციეთ ყურადღება.ასე რომ პენალიც რომ ყოფილიყო ჯერ თამაშგარე ინიშნება
გიო
11:52 06-07-2020
0
კარგი, დააბიჯა და მიუხედავად იმისა,რომ არავის გაუპროტესტებია,ყურში უთხრეს დაახლოებით 1 წუთის შემდეგ,რომ გადაემოწმებინა მსაჯს მომენტი და დანიშნა პენალტი. ანალოგიურ ჯარიმაზე რამოსმა,რომ ფეხი დააბიჯა ბილბაოს შემტევს, არც კი გადაამოწმეს VAR-ზე. მე როგორც ნეიტრალურ გულშემატკივარს მიჩნდება უსამართლობის განცდა.წინა ტურში ვიძახდი ხუმრობით,ჰოი საოცრებავ რეალმა ისევ პენალტით მოიგო მეთქი ხეტაფესთან და დღეს რომ ჩავხედე ანგარიშს,სიცილი ამიტყდა. გადავახვიე მომენტები და უკვე სასაცილოც არ არის ისეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო მსაჯმა,ზუსტად ეს იყო მიზეზი ბოლო წუთებზე ხელჩართული ჩხუბის.მითამშია ფეხბურთი და ძალიან კარგად ვიცი ფსიქოლოგიურად რა მდგომარეობაშიც იყო ბილბაო.
სამწუხაროდ
23:33 05-07-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული