"ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა ტონი ფრეიშამ "ალავესთან" მატჩში "რეალის" სასარგებლოდ დანიშნული პენალტი გააპროტესტა.
მე-11 წუთზე ხიმო ნავარომ ფერლან მენდი წააქცია, მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ქარიმ ბენზემამ გამოიყენა.
"ოდნავი კონტაქტი თუ იყო და თანაც, საჯარიმოს გარეთ. ვიდეოგამეორებაც კი არ ნახეს.
ყველაფერი გარკვეულია, კარგად გარკვეულია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამას მთელი ცხოვრება აკეთებენ", - დაიჩივლა ფრეიშამ "ტვიტერზე".

ტებასმა გაამხილა - VAR-ის მუშაობაში "რეალის" პრეზიდენტი ერევა!