მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი კარიერის "ბლანკოსის" რიგებში დასრულებაზე გააკეთა.
"თუ კარგად აკეთებ შენს საქმეს, ეს გიფასდება კიდეც. ზედიზედ 10 მატჩის მოგება დიდი შედეგია.
ეს არატიპური სეზონი იყო, ყველა მატჩში გამარჯვება გვმართებდა. ბოლოს შეცდომის უფლებაც არ გაგვაჩნდა. ასეთ თამაშებში კი კომფორტულად მოგება წარმოუდგენელია. ახლა კი კლუბს ლა ლიგის 34 ტიტული აქვს, პირადად მე კი - 5. შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ.
ჩვენი წარმატების საიდუმლო ზიდანია. სწორედ ის გახლავთ ჩვენი გემის კაპიტანი. ყველაფერი ზიზუზეა დამოკიდებული. ის
ფეხბურთელებს ენდობა, ასე კი ბევრი არ აკეთებს. ჩვენც გვჯერა ზინედინის და გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხნით დარჩეს გუნდში.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, ყველაფერზე თანახმა ვარ, რასაც პრეზიდენტი გადაწყვეტს. კარიერის "რეალში" დასრულებას ვისურვებდი, თუმცა, მგონია, ამასთან დაკავშირებით პრობლემები იქნება", - განაცხადა რამოსმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით