კაპელო: "რეალმა" "ბარსელონას" მონოპოლია დაასრულა, სეტიენის დროს გუნდი დაიქცა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო "თეთრების" ჩემპიონობაზე საუბრობს.

"რეალი" დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. მათ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენეს, იტანდნენ ბევრ გოლს და უშვებდნენ - ცოტას. მადრიდელებმა "ბარსას" მონოპოლია დაასრულეს და მათი დაღმასვლა კარგად გამოიყენეს. მაგრამ ერთ მომენტს ნათელი უნდა მეფინოს: "რეალმა" ტიტული მოიგო საკუთარი დამსახურებით და არა მოწინააღმდეგის შეცდომების გამო.

"ბარსელონა" ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. არ მესმის კრახი როგორ განიცადეს. ერნესტო ვალვერდეს წასვლა ჩემთვის გასაოცარი იყო. შემდეგ მოვიდა კიკე სეტიენი, რომელსაც სპეციფიკური ფილოსოფია აქვს და გუნდი დაიშალა. მათ ბევრი კარგი მოთამაშე
ჰყავთ, თუმცა უმეტესობა უკვე ასაკშია. "ბარსელონას" ძალიან რთული სიტუაცია აქვს, თუ მოკლე და საშუალო პერსპექტივაში განვიხილავთ." - ციტირებს კაპელოს Marca.