"ბარსელონა" კატასტროფის წინაშე - ბარტომეუ სეტიენს შეხვდა, "ბარსას" "ნაპოლისთან" დამარცხება რეალურია

AutoSharing Option
"ბარსელონა" ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა, 2014 წლის შემდეგ პირველად ვერც ჩემპიონატი მოიგო, ვერც თასი და როგორც მისი კაპიტანი ლეო მესი ბრძანებს, თუ ასე გააგრძელეს, ჩემპიონთა ლიგიდან "ნაპოლი" გამოაგდებს. მართალია, პირველი 1/8-ფინალური მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა და განმეორებითი "კამპ ნოუზე" ჩატარდება, მაგრამ ცარიელ სტადიონზე თამაში ფაქტიურად ნეიტრალურ მოედანზე თამაშია და "ბარსამ" საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა, სადაც ამას წინათ თვით "ოსასუნამაც" კი სძლია. ჯენარო გატუზოს გუნდი კი მოგეხსენებათ, საჩუქარი არავისთვის არ არის და ამის ნათელი დადასტურება იტალიის თასის მოპოვებაა.

გეხსომებათ უთუოდ, "ბარსელონას" პრეზიდენტი
ჟოზეპ ბარტომეუ გუნდის მწვრთნელ კიკე სეტიენს სახლში რომ ეწვია და უთხრა, მომავალ სეზონშიც შენ იქნები მწვრთნელიო. დაიმედებულმა სეტიენმა "ოსასუნასთან" შეხვედრამდე ჟურანლისტებს განუცხადა, გაისამდე არსად არ ვაპირებ წასვლასო, თუმცა მას შემდეგ საქმის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და კატალონიური "სპორტის" ცნობით, ბარტომეუსა და სეტიენის განმეორებითი, რიგგარეშე შეხვედრა შედგა. როგორც იცით, მომავალი წლის ზაფხულში კლუბის პრეზიდენტის არჩევნებია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბარტომეუს სავარძელი გვარიანად შერყეულია.

მოკლედ, სეტიენმა ამჯერად მიიღო გარანტია, რომ გუნდს მხოლოდ ამ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

"ბარსელონას" ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულია, რამეთუ "ნაპოლისთან" წაგების საფრთხე რეალურია, გულშემატკივრები და პრესა იმედგაცრუებულია და მწვრთნელი ახლავე გადასაყენებელია.

შეგახსენებთ, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 8 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
გუარდიოლას მერე ბარსას ყურება შეუძლებელია, ბეტისი: სევილიას თამაშს უფრო უყურებ ,ტიპები დგანან და კიდიათ საერთოდ ფეხბურთი , ერთ გოლს გაიტანენ და მერე უაზრო პასები პასები პასები, ვალვერდემ ხო საერთოდ მოსპო გუნდი, ეს კიდე ვინ არი რა უნდა ბარსაში , იმედია რამე შეიცვლება თორე ესე აღარ შეიძლება..ხავი ინიესტა გუარდიოლას ბარსა მოგვენატრა..
Jiji
19:10 24-07-2020
0
კატალონია საქართველოს მტერია იმიტომ აფხაზეთის მხარდამჭერი და რუსეთის მოკავშირეა. თუ ნაძირალა არა ხარ ბარსას მხარი რა პონტში უნდა დაუჭირო
საქართველო უპირველეს ყოვლისა
23:38 18-07-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული