"ბარსელონამ" ამ სეზონში სრულად დაკარგა საკუთარი სახე და პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს სავარძელიც გვარიანად შეყანყალდა, რამეთუ კატალონიურმა გუნდმა წარუმატებლობა განიცადა ლა ლიგასა და თასზე. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან და ბარტომეუს ბედად, კორონავირუსის გამო მათ მატჩებზე დასწრების საშუალება არა აქვთ, თორემ ობსტრუქციას ობსტრუქციაზე მოუწყობდნენ.
კლუბის პრეზიდენტის არჩევნები მომავალი წლის ზაფხულსაა დანიშნული, თუმცა შესაძლოა, ბარტომეუმ იქამდე თავის პოსტზე ვერ გაძლოს. ალბათ, იკითხავთ, როგორო და მართალიც იქნებით. ბატონი ბრძანდებით, მოგახსენებთ:
ESPN იტყობინება, რომ "ბარსას" წევრებმა გადაწყვიტეს, ბარტომეუსა და დირექტორთა საბჭოს უნდობლობის ვოტუმი
გამოუცხადონ.
ჯგუფი, სახელწოდებით Cor Blaugrana, რომელიც გულშემტკივართა სხვადასხვა დაჯგუფებას აერთიანებს, დაუყოვნებლივ ცვლილებებს მოითხოვს და არა მარტო მოითხოვს, არამედ კონკრეტული გეგმაც შეიმუშავა. კერძოდ, Cor Blaugrana-ს ინიციატივის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ 14 სამუშაო დღის განმავლობაში აუცილებელი გახდება კლუბის წევრთა 15%-ის, ანუ დაახლოებით 17 ათასი ხელმოწერის შეგროვება. ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელი გახდება უნდობლობის საკითხის კლუბის საერთო რეფერენდუმზე გატანა.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად "ბარსელონას" 154 ათასი წევრიდან 101 ათასის თანხმობაა საჭირო.
მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელმოწერების შეგროვების სირთულეების რიგი მიზეზების მიუხედავად (მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარება, კორონავირუსი და არჩევნების მომავალ წელს გამართვა), მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვეს, ვინაიდან ბარტომეუსა და მისი გუნდის კლუბის სათავეში ყოფნა უკვე დაუშვებელია.
თავად ბარტომეუ გადადგომას, რა თქმა უნდა, არ აპირებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ექსპრეზიდენტები ჟოან ლაპორტა და სანდრო როსელი, აგრეთვე, ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი მიიღებენ.