ვარდისფერი მაისური - მადრიდის "რეალმა" ახალი ფორმა წარადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" 2020/21 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარმოადგინა და მათ შორის საგარეო მაისური ვარდისფერი გახლავთ.

ვარდისფერი მადრიდული გრანდის საშინაო ფორმაზეც გვხვდება, რომელიც ტრადიციულ თეთრ ფერშია შექმნილი, თუმცა ზოლები სწორედ ვარდისფერი აქვს. ამასთანავე, მაისურებზე დატანილი იქნება გრაფიკული დეტალები, რომლებიც მადრიდის თანამედროვე ხელოვნების სიმბოლოებს განასახიერებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge


კლუბის პრესცენტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია, რომ კომპლექტები "რეალის" სურვილს აღნიშნავს, გაიმარჯვოს და გადაწეროს ისტორია.

მადრიდელები საგარეო კომპლექტით პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/8
-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ითამაშებენ. მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.

altარნახული წმენდა "რეალში" - შეიძლება 17 ფეხბურთელი თავიდან მოიშორონ

altგვარდიოლა: ეს აბსოლუტური ფინალია - "რეალის" დამარცხება შეგვიძლია


მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ბედნიერი ყოფილიყოს ახალი ფორმა 7 დში,წინ რეალი!!
ზ,გ.
08:48 01-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული