AS-ის ცნობით, "რეალში" დასარჩენად ვეტერანმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გასამრჯელოს შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.
35 წლის მოდრიჩს კონტრაქტი გაისამდე აქვს გაფორმებული, 2018 წელს კი მისი სამსახურით "ინტერი" სერიოზულად იყო დაინტერესებული.
"რეალი" "სოსიედადში" განათხოვრებულ მარტინ ედეგორს ვადამდე იბრუნებს და მოდრიჩს მასთან კონკურენცია მოუწევს.
გასულ სეზონში მან ჩემპიონატის 31 მატჩში (22 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი გაიტანა.