კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა არდა თურანმა ორ საუკეთესო ფეხბურთელზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.
"მესი თამაშის ყველა ნაწილში მონაწილეობს. მას შეუძლია მატჩის ნებისმიერი ასპექტი აკონტროლოს.
რონალდოზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ის ბომბარდირია, თანაც განსაკუთრებული. მესის კი ფეხბურთში ყველაფრის კეთება შეუძლია. ის ისეთ რაღაცებს აკეთებს, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია. მისი ინტელექტი, მოედნის ხედვა და პასი სხვა დონეზეა.
ვისთანაც ამ თემაზე მისაუბრია, ყველა მეთანხმება. არ მეთანხმებიან მხოლოდ რონალდოს გუნდელები ან მისი ნათესავები. რონალდო ჩემი მეგობარია და მის დონეში ეჭვი არ მეპარება, თუმცა მესი
საუკეთესოა", - განაცხადა თურანმა beIN Sports Turkey-სთან საუბარში.