კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი უსმან დემბელე ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ 1/4-ფინალში მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ განაცხადში იქნება.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სამედიცინო შტაბმა 23 წლის ფეხბურთელს მატჩში თამაშის უფლება მისცა. ბოლოს დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშში ტრავმა მიიღო. მოგვიანებით, თებერვალში, ფორვარდმა კიდევ ერთი დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვით დაემშვიდობა ფეხბურთს.
"ბარსასა" და "ბაიერნს" შორის მატჩი დღეს, 14 აგვისტოს, ლისაბონში, "და ლუშის" სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.