"რეალს" მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს

AutoSharing Option
როგორც ყველა კლუბი კორონავირუსის გამო "რეალიც" ფინანსურ კრიზისს განიცდის და მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის იძულებული გახდება არაპოპულარულ ზომებს მიმართოს.

კატალონიური "სპორტი" ამტკიცებს, რომ ვითარების შესანარჩუნებლად "სამეფო კლუბი" მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს გაყიდის.

"რეალს" მთავარმა სპონსორებმა Adidas-მა და Emirates-მა შეატყობინეს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულად ვერ შეასრულებენ, ამიტომ მომავალ სეზონში კასტილიური კლუბი ფეხბურთელებს გასამრჯელოს 10%-ით შემცირებას შესთავაზებს.

"ბლანკოსი" სატრანსფერო ბაზარზე მხოლოდ თავდამსხმელ გარეთ ბეილის გაყიდვის შემთხვევაში გავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული