"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ლუის სუარეს მირამონტესმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში კატალონიური გუნდის "ბაიერნთან" მარცხი (2:8) შეაფასა.
"არ შეიძლება ინტენსივობის, აგრესიის გარეშე თამაში, თან მაშინ, როცა საერთოდ არაფერი გაქვს მეტოქის საწინააღმდეგოდ. სეტიენს, თავდამსხმელის ნაცვლად ნახევარმცველი გამოჰყავს მოედანზე, რომელსაც ფეხბურთელის აყვანაც ეზარება.
ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია პატარასთან(ლიონელ მესისთან) პრეტენზიები გქონდეს, რადგან ასეთი ვითარებაში სათქმელიც არაფერია.
ვხედავ საფრთხეს, რომ პატარა გაბრაზდება, გაანალიზებს, რომ აქ არაფერი ესაქმება და წასვლას გადაწყვეტს,"- განაცხადა სუარესმა.
მომზადებულია Cadena SER-ის მიხედვით
პიკე: ეს ფსკერია, მზად ვარ წავიდე
გავაგრძელო?
P.S მესის ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის რაც ამ გუნდში ხდება...
1. პრესინგი, რომელიც ბარსამ არ/ვერ ითამაშა. პრესინგს თამაშობს გუნდი და არა ერთი ფეხბურთელი ანუ მესი აქ არაფერ შუაშია.
2. თავდამსხმელს/ნახევარმცველს ბურთი მინიმუმ მოედნის ცენტრამდე უნდა მიუტანო რო შეტევა წამოიწყოს, რასაც ბარსას დაცვა რამოდენიმე წელია ვერ ახერხებს.არც ესაა მესის ბრალი.
3. მწვრთნელს უნდა ქონდეს მინიმუმ რამოდენიმე ტაქტიკა, როგორ ითამაშოს გუნდმა, რაც ლუის ენრიკეს, ვალვერდეს და სეტიენის ხელში უბრალოდ არ იყო და გუნდი ინერციით თამაშობდა.არც ესაა მესის ბრალი.
4. როცა გუნდის საშუალო ასაკი 30 წელია და პიკე, ბუსკეცი, ვიდალი, ალბა და კიდე ბევრი უბრალოდ ვეღარ დარბიან, არც ეგაა მესის ბრალი.
5. მე ვუყურე ბარსას თამაშს ბავარიასთან და შემიძლია ვთქვა, რონ მესის ნაცვლად მოედანზე რო ყოფილიყო პელე, მარადინა, რონალდო, რონალდინიო და სხვა ნებისმიერი ანგარიში ზუსტად იგივე იქნებოდა.