სეტიენს აბიდალს ზედ მიაყოლებენ - "ბარსამ" პოჩეტინიოს კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" სამარცხვინო წაგების (2:8) შემდეგ "ბარსელონაში" დიდი ცვლილებები მოხდება.

თავად კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ რა თქმა უნდა, გადადგომას არ აპირებს, თუმცა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. მის საკითხს დირექტორთა საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს.

"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ბარტომეუს მხდალი და არაკომპეტენტური უწოდა, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

სამაგიეროდ უკვე გადაწყვეტილია მწვრთნელ კიკე სეტიენის ბედი, რომელთანაც კლუბის ხელმძღვანელობა დღეს კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს შეათანხმებს და ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს ორ დღეში გამოაცხადებენ.

არაა გამორიცხული
სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის გადაყენებაც. ის სეტიენს განცდილი ფიასკოს შემდეგაც უჭერს მხარს და შეიძლება კარისაკენ მიუთითონ.

ბარტომეუ უკვე დაუკავშირდა დროებით უმუშევარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს და 1+1 სისტემის ხელშეკრულება შესთავაზა, არგენტინელი კი სამწლიან კონტრაქტს ითხოვს.

განიხილება აგრეთვე რონალდ კუმანის, მასიმილიანო ალეგრის და ტიერი ანრის კანდიდატურები, ხავიმ კი ამ ეტაპზე "ბარსას" ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
პოკეტინო მგონი არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი,მაგრამ ეს ბართომეუ არა რაა არ არის გასაჩერებელი.დაღუპა ბარსელონა.
გეგი
16 აგვისტო 2020 15:35
1
Direqtorta sabcho radunda am xalxs tavad arunda icodnen rom casasvleli aqvt? Abidali kiara abdali unda iyo rom is ver dainaxo barsas rac chirs.
Milani
16 აგვისტო 2020 07:06
2
მე უფრო აბიდალის უფროსობა მაკვირვებს კატალონიაში, საიდან მოხვდა ეგ კაცი ამ გაუგებრობაში ვერ ვხვდები, თან არც იმჩნევს მემგონი უკვე, არადა სიმბოლურად პატივი ცეს და პოსტზე დანიშნეს და ესეც როლში შეიჭრა და აერია რამსები! ხოდა , შემდეგ როგორც ხდება ხოლმე დასასწრულს, დაუფასებლობის გამო დიდი პანღურით გამოაგდებენ! , ეგეც მყავდეს რა რონალდინიო...
Vasili
16 აგვისტო 2020 01:44
0
მართალია ბართომეუ დიდი ხანია მოსაშორებელია, მაგრამ მე პირადად ალეგრის ავიყვანდი და არა პოჩეტინოს.

პოჩეტინო მშვენიერი სპეციალისტია, თუმცა ვფიქრობ ალეგრი ჯიბეში ჩაისვამს.
ლადო თ
15 აგვისტო 2020 22:36
8
ეჰ რავარი მწვრთნელებია უმუშევარი...ისეთი თაობა გვეზრდება სწორედ ასეთი მწვრთნელებიდან ერთერთი დახატავდა ჩვენს ნაკრებს...ისე...ვოცნებობ...პოლიტიკა არ ახსენოთ:)))
emigranti
15 აგვისტო 2020 22:33
0
ჩემი აზრით ანრი საერთოდ განხილვადაც არა ღირს. ალეგრი არ ვიცი როგორ მოერგება ბარსას საფეხბურთო სტილს, გულშემატკივარს ნამდვილად არ მოეწონება. აი პოჩეტინო და კუმანი კი ადვილად შეუთვისებენ საკუთარ ხედვას ბარსელონას სტილთან და ორივე გააძლიერებს გუნდს. როგორც რეალის გულშემატკივარი ბარსას გაძლიერებას და დიდ ფეხბურთში დაბრუნებას ვუსურვებ. მაჩანჩალა ბარსა რეალის დაკნინებასაც გამოიწვევს, აბა ატლეტიკოს შევეჯიბროთ ანტიფეხბურთში?
emigranti
15 აგვისტო 2020 22:28
1
pochetino kai fexburts atamashebs barsas alegric chkviani mwvrtnelia orive amoasuntqebda barsas
iii
15 აგვისტო 2020 22:08
2
ესენი ვერ არიან მართლა - ტიერი ანრის მონაკოში მოღვაწეობის მერე ბარსელონაში რა იმედი უნდა ჰქონდეთ, არ ვიცი.
????
15 აგვისტო 2020 22:00
0
პოჩეტინომ ბარსა არ მგონია ლაღი ფეხბურთი ათამაშოს.არ იქნება კარგი
lasha
15 აგვისტო 2020 21:30
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული