"ბარსამ" სუარესს ღია კარისკენ მიუთითა - იტალიურმა გრანდმა კი თავისთან მიიწვია...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა - "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ "ლუისიტოს" წასვლისკენ უკვე მიუთითა.

ამის პარალელურად, იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ურუგვაელის საკუთარ გუნდში ხილვა ტურინის "იუვენტუსს" სურს. "ბებერი ქალბატონის" მმართველები მზად არიან სუარესს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და ხელფასის სახით 3 მილიონი ევროც გადაუხადონ.

აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება ამსტერდამის "აიაქსის" წინადადებას ფინანსურად სჯობს, თუმცა იქნებ არამხოლოდ ფინანსურად... "იუვეში" გადასვლით სუარესი იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდება, რომლებსაც საკლუბო დონეზე მესისა და რონალდოსთან ერთად აქვთ ნათამაშები. ასეთი სპორტსმენი კი
მხოლოდ ორია: ჟერარდ პიკე და ჰენრიკ ლარსონი.

სუარესი "ბარსელონას" რიგებში 2014 წლიდან გამოდის. საერთო ჯამში, ურუგვაელმა "ბლაუგრანას" რიგებში 195 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირია.

მომზადებულია TuttoMercato-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 22 /
რამხელა გამოუსწორობელ შეცდომას და დანაშაულს აკეთებენ ბარსას ახალი ხელმძღვანელობა, რომ ასეთ ფეხბურთელს უშვებენ, მერე ინანებენ მაგრად.
dima
20 აგვისტო 2020 14:48
4
ვინ მოყავთ ნეტა??
ბართომეუ.
20 აგვისტო 2020 14:35
0
პაპავა მოყავთ დინამოდან, ოღონდ ეს არ თანმხდება.
სილია
20 აგვისტო 2020 16:06
1
დვალიშვილი ---- ბატუმის დინამოდან
digela
20 აგვისტო 2020 15:16
2
როდესაც გუნდს დააშანტაჟებ და ხელფასს 50 მილიონს დააწერ ამას ზოგიერთი გონებაჩლუნგისთვის ერთგულება და სიყვარული ქვია თურმე. დედაც მიყვარს მამაც მიყვარს მესი ყველას მირჩევნია.ქალის სიყვარული გამიგია მაგრამ ვიღაც გადამთიელი შეუხედავი კაცი ასე გიყვარდეთ მხოლოდ სუსტი ფსიხიკის ადამიანებს შეგიძლიათ.სიბერემდე სიყვარულს გისურვებთ.
ექიმობა უკვე გვიანია.
20 აგვისტო 2020 22:39
9
რამ გაგამწარა ეგრე , ლიჩნად დაგიშავა რამე ? დაწყნარდი რა, დამამშვიდებელი დალიე, რამე კარგი ფილმი ნახე, მხიარული რავი...ცოდვა ხარ ეგრე, ბოღმა აბერებს მაგად
აოე
21 აგვისტო 2020 00:17
0
ყველაზე სასაცილო პიკეს გაშვება და ლანგლეს დატოვებაა.
ddgfdf
20 აგვისტო 2020 16:15
0
წავა სუარესი,წავა მესიც და ვისაც გასაქცევი ექნება,ყველა გაიქცევა.ბარტომეუსთან თამანამშრომლობა,უკვე შეურაცხმყოფელია
სოსო
20 აგვისტო 2020 18:34
0
სუარესის გაშვება თუ კუმანის გადაწყვეტილებაა ეს იმას ნიშნავს რომ აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლას აპირებს და დიდი ალბათობით იმდენად გაახალგაზრდავებს შემადგენლობას, რომ ძველი ბარსადან არაფერი დარჩება დაეს იქნება აბსოლუტურად ახალი გუნდი. თუ ბართოლომეუს მორიგი სისულელეა, მაშინ კუმანს თავიდანვე აყენებს დაქვემდებარებულის საფეხურზე რაც შემდგომში კონფლიქტის საფუძველია.
არტ
21 აგვისტო 2020 00:32
0
დიდი ხანია სუარესს დაუფასებლად უყურებენ ბარსელონაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე დროში ლამის ყველა ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (რათქმაუნდა მესის შემდეგ), მაინც არ დაუფასეს, აგერ მე და აგერ ბართომეუ, წავა სუარესი და დასრულდება ბარსელონა
sul2
20 აგვისტო 2020 21:38
0
ამხ. ბართლომე შეცვალონ ამხ. ფიფიათი და ყველაფერი დალაგდება.
დ.დ.
20 აგვისტო 2020 19:47
3
იუვე ჩამოსაწერად გამზადებული ფეხბურთელების კლუბად გადაიქცა
ლევან
20 აგვისტო 2020 17:40
2
თავად ბათლომეეუ აპირებს ბუცების ჩაცმას ეტყობა.
გივი
20 აგვისტო 2020 15:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული