ESPN: "ბარსელონას" დირექტორატის ზოგიერთ წევრს მესის გაყიდვა უნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ და ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი ცდილობენ თავდამსხმელი ლეო მესი გუნდში დატოვონ, თუმცა კლუბის დირექტორატის ზოგიერთი წევრი მისი სარფიანად გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არაა, - იტყობინება ESPN.

კუმანმა განაცხადა, რომ მესის გარშემო აპირებს ახალი გუნდის აშენებას და მას დირექტორთა საბჭოს წევრების უმეტესობა მხარს უჭერს, მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს.

გამოცემის მტკიცებით, აღნიშნულ საკითხზე დირექტორთა საბჭოზე დებატები გაიმართა და ზოგიერთმა განაცხადა, რომ თუ რომელიმე კლუბი არგენტინელის ტრანსფერზე კონკრეტული წინადადებით მიმართავს, მზად არიან მოუსმინონ, რამეთუ ეს კუმანს საშუალებას მისცემს კარგი
გუნდი შეკრიბოს და ამავდროულად სახელფასო ფონდი შეკვეცოს.

altრევოლუცია თუ ევოლუცია? - კუმანი დიდ ცვლილებებს გეგმავს

altკუმანი: "ბარსელონა" მესის ნიშნავს...

ასევე დაგაინტერესებთ