რევოლუცია თუ ევოლუცია? - კუმანი დიდ ცვლილებებს გეგმავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდში დიდ ცვლილებებს აპირებს.

Cadena SER-ის ცნობით, ნიდერლანდელი მცველ ჟერარ პიკეს არ გაუშვებს, სამაგიეროდ დაემშვიდობება ჟორდი ალბას, სერხი ბუსკეტსსა და ლუის სუარესს, რომლის 15 მილიონ ევროდ შეძენა "აიაქსს" სურს. უახლოეს დღეებში კუმანი სამივეს აცნობებს, რომ თავის პროექტში მათ ვერ ხედავს. თუმცა, ისინი გუნდის დატოვების წინააღმდეგი არიან.

რონალდი შეეცდება იმ ფეხბურთელების გადაბირებას, რომლებიც მისი ხელმძღვანელობისას ნაკრებში თამაშობდნენ - დონი ვან დე ბეკი (აიაქსი), მემფის დეპაი (ლიონი) და ჟორჟინიო ვეინალდუმი (ლივერპული). რა თქმა უნდა, მათი ტრანსფერების გაჩარხვა
რთული იქნება, მაგრამ ცდას არ დააკლებს.

აგრეთვე კუმანს სურს "ბარსაში" ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი) და ლაუტარო მარტინესი (ინტერი) იხილოს.

მან განაცხადა, რომ ფრენკი დე იონგს და ანტუან გრიზმანს თავიანთ პოზიციებზე დააბრუნებს, სადაც უფრო მეტი სარგებელის მოტანა შეუძლიათ.

"დიახ, მე ეს მინდა. თუ ფეხბურთელში დიდ ფულს იხდი, თავის მშობლიურ პოზიციაზე უნდა გამოიყენო. იგივე ეხება გრიზმანსაც. ის ნახევარმცველი არ არის. უნდა იქ ითამაშოს, სადაც მიჩვეულია და სადაც სრულად წარმოაჩენს თავს".

არ არის გამორიცხული "ბაიერნში" განათხოვრებული კოუტინიო დაიბრუნონ და არ გაყიდონ.

კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს თქმით, ახალ "ბარსელონაში"უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებენ რიკი პუჩსა და ანსუ ფატის, აგრეთვე "ლას პალმასიდან" შეძენილ 17 წლის ნახევარმცველ პედრის.

და რაც მთავარია - გადასაწყვეტია ლეო მესის დატოვების საკითხი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია მესის, გრიზმანს და კოუტინიოს მაგარ ფეხბურთს ვათამაშებდი, სუარესის გოლის აღნიშვით.
100%
18:11 22-08-2020
0
როგორც ჩანს და99% ეგრე მგონია რომ მესის და ძველებს აქვს ნათქვამი ან ჩვენ ან ეგ ბარტომეუ ....და ეგ თქვეს ადრე ახლა კი მესი ამბობს მივდივარო :ესენი სიტყვებით არა რა უნდა წახვიდეო მაგრამ საქმეებით უყიდიან ყველას ვის თანაც ძაან შეთამაშებული იყო პირველ რიგში სუარესს შემდეგ ჟორდი ალბას ტიპი თამაშის დროს მხოლოდ მესის აძლევდა პასებს ( რაც ხანდახან ზედმეტიც იყო) მაგრამ ბევრიც გაქონდა მესის პასებით ასევე იშორებენ ბუსკეტს ( მართლაც დაბერდა და მოუკლო ) რაკიტიჩს რომელსაც არ მოუკლია ეგრე საგრძნობლად რომ ეგრე უაპელაციოდ მოიშორონ გუნდიდან ასევე როგორც პიკე მართალია ჩანს თითქოს ამანაც მოუკლო მაგრამ პიკე არასდროს ყოფილა გაუვალი კედელი ის მაგარი იყო პუიოლთან ერთად მერე კი იყო ის ვინც ახლა არის .....ასე რომ ამ ჩამონათვალიდან ყველა საჭირო არის თავიანთი გამოცდილების გამო უბრალოდ საჭირო არის მათი შემცვლელების პოვნა თან ღირსეული შემცვლელების ....მართლაც ძნელია ყოველ 3-4 დღეს თამაში თან უმაღლეს დონეზე 30+ ასაკში მაგრამ დიდი სარგებელის მოტანა ამ ფეხბურთელებს კიდევ შეუძლიათ ბოლოსდაბოლოს იმედია როგორც რეალი ექცეოდა თავის ლეგენდებს ბარსა ეგრე არ მოიქცევა ...მაგრამ ამ შემოგზნილ ბართხოსგან ყველაფერია მოსალოდნელი თან თუ ეგრე მოიქცნენ მართლაც წავა მესი და 100000% მართალიც იქნება ...!!!! ვინც მართლაც გასაშვებია ეს არის უმტიტი დემბელე მხოლოდ იმიტომ რომ არ დამთავრდა მაგათი ტრამვები ასევე ვიდალი ვერ მოერგო ჩემი აზრით ბარსას სისტემას და ბრაიტვეიტზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი ...რაც შეეხება სემედოს რა ვი თუ ვინმეს უკეთესს იპოვნიან შეიძლება ....ასე რომ სჯობს დატოვონ ვეტერანები იყვნენ ზამენაზე სამაგიეროდ გამოცდილებას გაუზიარებენ ახლებს ....რა ძნელი მოსათმენია 5 კაცი მითუმეტეს რომ გაყიდონ ვარ აიღებენ 25-30 მილიონსაც ყველაში ...!!! და ეგეთ ექსტრემალურ სეზონში რაც წინ ელოდებათ მართლაც საჭირონი იქნებიან მითუმეტეს ვინმეების საყიდლად ფული არ გვაქვსო ასე რომ შეაზავონ სასტავი ახალგაზრდებით გაუშვან წინ გრიზმანი სუარესი ზამენაზე უფრო ხშირად ფატი სასტავში ....მართალია ამ სეზონში ვარსკვლავებს არ ან ვერ მოწყვეტენ სამაგიეროდ ახალ სასტავს ნაწილობრივ ჩამოაყალიბებენ ახალგაზრდებს გამოცდილება მოემატებად თან ბარტყას მოტეხენ მარტში და შემდეგ შეიძლება სერიოზული გუნდის აშენება ....!!!!
Mdaaa
14:17 22-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული