ტერ შტეგენმა ცოლის ღალატზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მისი ოჯახის დანგრევის მიზეზზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა.

მოგეხსენებათ, მედიაში დაიწერა, რომ გამოცდილ კიპერს მეუღლემ პირად ფიტნეს ინსტრუქტორთან უღალატა, რაც ტერ შტეგენმა უარყო და ცრუ ამბავი უწოდა.

"შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ მედიაკომპანია Catalunya Radio&3Cat Group-ის ცუდი მენეჯმენტით და კონტროლის არარსებობით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და არღვევენ პირად უფლებებს. ამ რადიოს ჟურნალისტები მატყუარები არიან, რომლებიც ავრცელებენ ყალბ ამბებს, საჯაროდ შეურაცხყოფენ ჩემს მეუღლეს დანიელას და მის რეპუტაციას.

დანიელას მხრიდან ღალატი არ ყოფილა. ეს ფაქტია. მე და დანიმ
გადავწყვიტეთ, მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით, ცალკე ცხოვრება გაგვეგრძელებინა.

აბსოლიტურად მიუღებელია წამყვანი სახელმწიფო მედიის მიერ მასალების გავრცელება, რომლებშიც დანიელას ცრუ ბრალდება ედება. ზიანი გამოუსწორებელია", - წერს გერმანელი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სულით ბოზი,ფეხების გაშლას ვერ აკონტროლებს
მახო
06:13 12-03-2025
0
მასაჟისტის გარდა, მაგას ესპანური ენის პირადი მასწავლებელიც ეყოლებოდა.
უფროსი ნაჩალნიკი
14:37 11-03-2025
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული