სუარესი ბეილის გზას დაადგა

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი "აიაქსში" გადასვლაზე უარს ხელფასის გამო ამბობს.

წყაროს ცნობით, ამსტერდამელები ურუგვაელს ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა ლუისიტოს ყოფილი კლუბი იმდენადაც არ უყვარს, რომ ხელფასის რადიკალურად შემცირებას დათანხმდეს.

სამხრეთამერიკელ შემტევს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლის ვადით აკავშირებს და ხელშეკრულების დასრულებამდე კატალონიურ გრანდში დარჩენა სურს.

სუარესი "ბარსელონას" რიგებში 2014 წლიდან თამაშობს. წელს კი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუისს, არტო ვიდალს, სამუელ უმტიტისა და ივან რაკიტიჩს განუცხადა, რომ ისინი მის
გეგმებში არ შედიან და გუნდი უნდა დატოვონ.

altლუის სუარესის შეძენა პსჟ-მა მოისურვა

alt"ბარსელონა" ლუის სუარესს უპარდონოდ დაემშვიდობება

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბართომეუს აბრალებენ ბარსას ფანები და ტიპმა ისეთი ტოპ ფეხბურთელები იყიდა, ნახევარმილიარდზე მეტი დახარჯა მარა მესიზეა მთელი გუნდია აწყობილი და დანარჩენი დაიგნორებულია, გრიზმანი სუარესი დემბელე კოუტინიო და მეტი რა გინდა
Musenbezi
25 აგვისტო 2020 23:10
5
აღმოჩნდა რომ კუმანმა სექტაზე კარგად იცის ფეხბურთი და სუარესის ფართხალი არ არის გრანდისთვის შესაფერისი!
მაგარი ფეხბურთელია მაგრამ არა საუკეთესო ეს ყველა ფეხბურთის მცოდნემ იცის სექტა კულეების გარდა
ომბუცმენი
25 აგვისტო 2020 21:25
17
კულეები მამაშენი და ბიძაშენი არიან, ფეხბურთის არმცოდნეებიც სახლში შენთან თორე სუარესზე ვინმე რო იტყვის ფაფხურობსო ან აზრზე არაა ფეხბურთის ან დანახვა არ უნდა, ვისაც დანახვა არ უნდა იმასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. გადაებით შენ და კუმანი თუ გინდათ კაცო ერთმანეთს
Riccardo
25 აგვისტო 2020 21:59
1
რატომ უნდა შეიმციროს პათოსი არ მესმის ამ სტატიის, დღემდე გუნდის მეორე საუკეთესო ფეხბურთელია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, რა აიაქსი და 3 მილიონი ბუსკეცი და პიკე გაუშვან პენსიაზე თუ მაინცდამაინც ვინმეს გაშვება უნდათ
Riccardo
25 აგვისტო 2020 15:35
0
რიკარგო ნაღდად მართალი ხარ ძმაო, ამ სუარეს რას მიაცვიდნენ, მართლა როგორ დავიგინო ტო უკვე აღარ შემიძლია. მერე ვერ ვიტან ყველას, რომ პირზე აკერიათ 'დაბერდაო, დაბერდაო'. რა დაბერდა კაცო ბოლობოლო 80--წლის ხომ არ არის? ასეთი უპატივცემლობა სუარესის მიმართ ეს არის მაგარი გოიმობა. ბარსამანიაზე უკვე შემზიზღდა შესვლა, ისეთ კომენტარებს წერენ ზოგიერთები რომ ვფიქრობ ასე ადვილად როგორ იმეტებენ ფეხბურთელებს გასაშვებათქო. ზლატანს მილანი არ უშვებს უხანგრძლივებენ ხელსეკრულობას, ასევე როლანდოს იუვე და ბევრ ფეხბურთელებს ვინც გამოცდილია. რა ისინი არ არიან ასაკოვანები? რახან დამარცხდნენ ესე იგი "დაბერდნენ" და, რომ მოეგოთ აუ ატყდებოდა ერთი ამბავი ჩვენი სუა, ლეო, ბუსა, ალბა, რაკეტა, რობერტო, ოჰ რა ბიჭები გვყვანან?! შვარცხვინე ესეთი დეგენერატი ფანები, ვინც ასე ერთი ხელის მოსმით იმეტებენ ამ დამსახურებულ ფეხბურთელებს. თქვენნაირებისთვის მარტო ტოტალიზატორები არის მთავარი.
ბარსა
25 აგვისტო 2020 16:53
0
15 მილიონამდე აქვს წლიური ხელფასი როგორც ვიცი და რატომ წავა 3-ზე 1 წლით ადრე :)
Felisio
25 აგვისტო 2020 13:23
0
ბარტომეუ არ იმსახურებს,რომ სუარესმა შეღავათი გაუწიოს.სხვებმაც მას უნდა მიბაძონ.იქნებ გადადგეს როგორმე.
სოსო
25 აგვისტო 2020 13:19
0
კუმან შენც არ შედიოდი ჩვენს გეგმებში, მაგრამ კი მობრძანდი. ჩვენ ბარსას ქომაგებს გვინდოდა ჩავი! სუარესმა გიკბინოთ ყველას.
?!
25 აგვისტო 2020 13:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული