სუარესი ბეილის გზას დაადგა

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი "აიაქსში" გადასვლაზე უარს ხელფასის გამო ამბობს.

წყაროს ცნობით, ამსტერდამელები ურუგვაელს ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა ლუისიტოს ყოფილი კლუბი იმდენადაც არ უყვარს, რომ ხელფასის რადიკალურად შემცირებას დათანხმდეს.

სამხრეთამერიკელ შემტევს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლის ვადით აკავშირებს და ხელშეკრულების დასრულებამდე კატალონიურ გრანდში დარჩენა სურს.

სუარესი "ბარსელონას" რიგებში 2014 წლიდან თამაშობს. წელს კი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუისს, არტო ვიდალს, სამუელ უმტიტისა და ივან რაკიტიჩს განუცხადა, რომ ისინი მის
გეგმებში არ შედიან და გუნდი უნდა დატოვონ.

altლუის სუარესის შეძენა პსჟ-მა მოისურვა

alt"ბარსელონა" ლუის სუარესს უპარდონოდ დაემშვიდობება

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბართომეუს აბრალებენ ბარსას ფანები და ტიპმა ისეთი ტოპ ფეხბურთელები იყიდა, ნახევარმილიარდზე მეტი დახარჯა მარა მესიზეა მთელი გუნდია აწყობილი და დანარჩენი დაიგნორებულია, გრიზმანი სუარესი დემბელე კოუტინიო და მეტი რა გინდა
Musenbezi
23:10 25-08-2020
5
აღმოჩნდა რომ კუმანმა სექტაზე კარგად იცის ფეხბურთი და სუარესის ფართხალი არ არის გრანდისთვის შესაფერისი!
მაგარი ფეხბურთელია მაგრამ არა საუკეთესო ეს ყველა ფეხბურთის მცოდნემ იცის სექტა კულეების გარდა
ომბუცმენი
21:25 25-08-2020
17

სიახლეები პოპულარული