Mirror: "ბარსელონა" მესის გაყიდვას დათანხმდა

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესის "მანჩესტერ სიტიში" გაყიდვას დათანხმდა.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან "ქალაქელებს" ლეო 280 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმონ. ამასთანავე, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ალტერნატულ ვარიანტსაც განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ინგლისელებს 134 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო დანარჩენი თანხის სანაცვლოდ "ბარსაში" ფეხბურთელებს გაუშვებენ.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესის 700 მილიონზე ნაკლებად არ შეელეოდა, თუმცა მოგვიანებით გასაჯაროებული ცნობებით, კონტრაქტში გასასხვისებელ თანხად აუცილებლად 700 მილიონი ევრო არაა მითითებული.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ "სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ბარსელონაში
ლეოსთან მოსალაპარაკებლად და მის მომავალზე სასაუბროდ ჩავიდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ყიდის ესე იგი... ფიფია შენი სვლაა
ზორბეგი
31 აგვისტო 2020 10:13
2
ვირთხა ის არის ჩასაძირად განწირული ხომალდიდან ამ შემთხვევაში ბარსადან ვინც გარბის ე.ი. მესი,ხოლო ვინც ვირთხას ექომაგება ისიც ვირთხის ჯიშისაა.გიცნობთ გადამთიელი არაკაცისთვის ვინც შანტაჟით და მუქარით 50 მილიონამდე ააყვანინა ხელფასი და და ამას ერთგულებას ეძახით იმიტომ რომ მაგისნაირი ხართ.ეტყობა კაცობა არავის უსწავლია თქვე საცოდავებო.
მარტო ფული რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველა
31 აგვისტო 2020 00:30
8
ამაშიების მანიაკო კლასტერებო! დაეწყვეთ, ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი გელოდებათ ,ჩაწერილები ხართ. არ ალოდინოთ თქვენთვის ადგილები დაჯავშნულია.
ამაშიებო იჩქარეთ., ავლიპი გელოდებათ!
31 აგვისტო 2020 12:44
0
აბი გლუკოზა))) ან კარგი ფსიქიატრი...
ბოღმას
31 აგვისტო 2020 00:53
1
რონალდო და მესი რაც იყვნენ 17 წლისები და 25 წლისები ზუსტად ისინი არიან ეხლაც და ერთი 10 წელიც შეუძლიათ კიდე იგივე დონეზე თუ არ მობეზრდათ. იმდენს ვარჯიშობენ..... არი ხალხი ვინც 18 წლისაა და თამაში არ შეუძლიათ და მალე იღლებიან.
ika
30 აგვისტო 2020 21:32
0
საქართველოს პირველობაზე 20-25 წლისები ისეთი მკვდრებივით დარბიან იმათ რონალდოს როგორ შეადარებ? ან მესის. რამდენიმე კილომეტრით მალე გაუსწრებენ დანიშნულების ადგილამდე. წლოვანება მეორეხარისხოვანია.
12345
30 აგვისტო 2020 21:29
0
წლოვანება არაფერშუაშია. ბლეფია. რონალდო 36 წლის ხდება და 18 წლის ბიჭის აღნაგობა და სისწრაფე აქვს. თუ შეუძლიათ ითამაშონ რატო არუნდა ითამაშონ. ზეგავლენას ნაკლებად ახდენს ასაკი. საქართველში 18 წლისები ვერ ირბენენ იმდენს რამდენსაც მესი და რონალდო.
123
30 აგვისტო 2020 21:25
0
280 მილიონი რა ამბავია, გასაგებია მესია,მაგრამ მალე 34 წლის გახდება. არამგონია სიტიმ მაგდენი გადაიხადოს 100 მილიონი და 2 ფეხბურთელის დათმობა ბარსასთვის უფრო რეალურია.
გოგა
30 აგვისტო 2020 20:03
4
მესი არის მესი და სანამ ითამაშებს ასე იქნება. ბუფონმა დაამტკიცა,რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. რაც შეეხება ამ საპნის ოპერას არის მაგარი ცუდი ბარსასთვის და მისი ფანებისთვის. თუ უშვებენ,მაშინ დროულად უნდა გაუშვან და დაისახონ ახალი გეგმა. რათ უნდათ ისეთი კაპიტანი,რომელიც ასე იქცევა. ბარსა საბოლოოდ გაუშვებს,ახლა ფულის გაკეთებას ჩალიჩობენ. კოუტინიოს შემთხვევაშიც ასე იყო და ახლაც. მაგრად მოწველიან სიტის და ახია მაგათზე. ისე კი ლალიგას მაგრად დაერხევა მესის წასვლით და უინტრესო ლიგა გახდება.
ჯვაროსანი
30 აგვისტო 2020 17:51
2
სუას და თვითონ მესის როგორ ექცევიან? სინამდვილეში ვიცით კი, რა არის მიზეზი მესის ასეთი განრისხების? ალბათ აქვს მიზეზი ლეოს და მალევე აეხდება ფარდა. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ამ უნიათო "პრეზიდენტის" გადაგომა და ვადამდელი არჩევნები. კუმანს კი უნდა შეეკრიბა ფეხბურთელები გაცნობოდა სიტუაციას და ამის მერე ემოქმედა ტაქტიანად და არა ესე რაც გააკეთა, მოსვლისთანავე ეგრევე დაერია ფეხბურთელებს და რაც მთავარია დამამცირებლად პირველი დაეტაკა სუარეს. ამაზე დიდი შეურაცყოფა არა მგონია რამე იყოს ფეხბურთელისთვის. მესისაც შეელახა თავმოყვარეობა. ეს არის კუმანის პირველი უპატიებელი დანაშაული ლეგენდების წინაშე. რა სუარეს მეტი პატივისცემა არ ეკუთვნის? მესისაც აუცრუვეს გული. ეხლა გეხვეწებით ნუ გადმოდგებით და ყველაფერს მესის ნუ დააბრალებთ ,მთავარი დამნაშავე არის ეს იდიოტი ბართომეუ და მისი მოყვანილი კუმანიც, რომელიც ჯერ გარკვეულიც არ არის სიტუაციაში და დაიწყო რადიკალური "ცვლილებები" რომელსაც ეწირება ორი უმაგრესი ლეგენდა მესი და სუარესი.
ჯვაროსანს
30 აგვისტო 2020 20:07
0
სად არიან ის ბრიყვები რომლებიც მესისა და ბარსას სიყვარულზე "რომანებს" წერდენ,თურმე ისე უყვარს მესის ბარსა როგორც რომეოს ჯულიეტა და მე კი ვამბობდი მესის ფულის მეტი არაფერი უყვარს მეთქი.მე აღმოვჩნდი მართალი და მესი ჩვეულებრივი "კრისა".დიდი ვარსკვლავებიდან ასეთი ღალატი არც პელე,არც მარადონას, არც რონალდუს და საერთოდ არავის ჩაუდენია.
მწარეა სიმართლე
30 აგვისტო 2020 17:26
18
რა მაგრამ აუწვა ბასას და მის ფანობას სიმართლემ ერთი ადგილი :) :) :):)
ფულის ხამია აბა რა არის მესი? რონალდო, რონალდუ და მარადონა თუ ხელთათმანებივით იცვლიდნენ გუნდებს რომელი დარჩა უკმაყოფილო? პირიქით ყველა გუნდის ფანობას ისევ უყვარდათ, განსაკუთრებით კიჭას ეხება ეგ, მით უმეტეს ბასაში და რეალშიც უთამაშია და ინტერშიც.

საქმეც მაგაშია, რომ იმათი დიდი ფეხბურთი საჭიროებდა კლუბის ცვლას, რომ თავისი თავი დაემტკიცებინათ.გამოჩნდება ახლა მესი არის თუ არა მათი შესადარი, თუ სხვა კლუბშიც მაგრად ითამაშა
ვაა რა მწარე ყოფილა სიმართლე :) :)
31 აგვისტო 2020 11:28
1
მესიმ რომ ბარსას უერთგულა ეგეთი უნდა. გუნდს რომ უშლიდნენ, მოითმინა, პირადად რომ მტრობდა მენეჯმენტი და შავ პიარს უგორებდა ამაზეც დახუჭა თვალი. ახლა კიდევ მის თანაგუნდელებს, გუნდის ლეგენდებს ყოვლად უგვანოდ მოექცნენ, არ დამიწყო ოღონდ გუნდის გაახალგაზრდავებაო - არტურს რომ გაუშვებ და პიანიჩს მოიყვან, რა გაახალგაზრდავებაზეა ლაპარაკი - ხოდა საზღვარი აქვს ყველაფერს. ამიტომაც უჭერს მესის მხარს პუიოლი, რომელსაც ბარსა როგორმე შენზე მეტად უყვარს და სიტუაციაშიც როგორმე შენზე უკეთ ერკვევა
ხოდარა იყო, მართლა ამდენად ვერ ერკვევი სიტუაციაში თუ უბრალოდ ბევრი ბილეთი გაგიფუჭა მესიმ თავისი გოლებით და ეგ ვერ გადაგიხარშავს, და ჰეიტერობ როგორც შეგიძლია, ჰა?)))
არტ
30 აგვისტო 2020 22:15
0
ყველა გამოხმაურება
ერთ კაცზე აწყობილი ფეხბურთი დამღუპველია. ამიტომაც ვერ აღწევენ წარმატებებს არგენტინა და ბარსა.თანაც მესიმ ვერ მიაღწია მარადონას დონე.
ჩემი აზრით
30 აგვისტო 2020 16:50
4
მარადონას მსოფლიო რომ მოიგო საათივით აწყობილი გუნდი უმაგრებდა მხარს. და ხორხე ვალდანო, რომელმაც იმ ჩემპიონატზე ოთხი გოლი გაიტანა აქედან ერთი ფინალში. მესის დროინდელი არგენტინა კი გუნდის გარდა ყველაფერია. უბრალოდ თერთმეტი კაცი, რომელიც არც საფეხბურთო იდეით, არც ტაქტიკური მონახაზით და საერთოდ არაფრითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მესი კი როგორც ფეხბურთელი მარადონას აღემატება და რაც მეტი დრო გავა ეს უფრო ცხადი გახდება.
ან
30 აგვისტო 2020 22:26
3
ელემენტალური ფაქტია რომ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს ვერ თამაშობს.ამიტომ ჩ.ლ-ას სიტი შანსი არ არის ვერ მოიგოს.თან გვარდიოლამ ტიკიტაკის მეტი არაფერი იცის რაც წარსულის ფეხბურთია.
ასეა ეს
30 აგვისტო 2020 16:01
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული