ლა ლიგა: ვიდრე კლაუსულას არ გადაიხდიან, მესი "ბარსელონას" ვერ დატოვებს

AutoSharing Option
ლა ლიგამ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესისთან დაკავშირებით  სიტუაცია განმარტა.

"მას მოქმედი კონტრაქტი აქვს, რომელშიც გამოსასყიდი თანხა იმ შემთხვევისთვისაა მითითებული, თუ ვადამდე ცალმხრივად გადაწყვეტს ხელშეკრულების გაწყვეტას", - ნათქვამია განცხადებაში.

მოკლედ, ლეო თავისი ნებით გუნდს ვერ დატოვებს. მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

დღეს მესი გუნდის მედშემოწმებაზე არ გამოცხადდა და არც კორონავირუსზე არ ჩააბარა ტესტი. სამაგიეროდ მედშემოწმება გაიარა ფორვარდმა ლუის სუარესმა, რომელსაც გასხვისებას უპირებენ.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა თქვა, რომ ლიონელი უბრალოდ კუნთებს ათამაშებს და არსადაც არ
წავა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"ლიონელი უბრალოდ კუნთებს ათამაშებს" - მარტო კუნთებს???
აჩი
11:54 31-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული