მიდო: კუმანისთვის მესის წასვლაზე უკეთესი არაფერია

AutoSharing Option
ყოფილმა ეგვიპტელმა ფორვარდმა ახმედ ჰოსამ ჰუსეინ აბდელჰამიდმა, იგივე მიდომ "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"კუმანი ერთერთი საუკეთესოა იმ მწვრთნელებიდან, ვისთან ერთადაც მიმუშავია. მას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს, თუმცა მესის დარჩენის შემთხვევაში უმარავი სირთულე ელის.

ლეოს სავარაუდო წასვლა საუკეთესოა, რაც კუმანის თავს შეიძლება დატრიალდეს. რონალდი გუნდის აშენებას ვერ მოახერხებს, თუ გასახდელში მესი ეყოლება.

კუმანი ჩემი მწვრთნელი 2,5 წლის განმავლობაში იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გავიდა, მას ისევ არ შეუძლია გაუმკლავდეს ფეხბურთელებს, რომლებსაც რთული ხასიათი აქვთ.
მას გუნდში განსხვავებული აზრის მქონე ფეხბურთელი არ სჭირდება,"- აღნიშნა მიდომ.

ეგვიპტელი ფორვარდი ნიდერლანდელი მწვრთნელის მეთაურობით 2001-2003 წლებში ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობდა. მიდომ კუმანის ხელმძღვანელობით ერედივიზიონის 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლი გაიტანა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბავარიამ პრესინგის იდიალური შესრულებით მოიგო.ხოდა ვერ ქაჩავს ეს მესი და სუარესი ასეთ თამაშს. კუმანმა კარგად იცის რომ მათთან ერთად დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს.ნიძლავს ჩამოვალ მესი თუ სიტიში გადავიდა მომავალ წელს გვარდიოლას გინებას ვნახავთ დარტყმული მესისტებისგან.
ნიძლავი 100აშშ
18:16 31-08-2020
1
არა მგონია არსებობდეს გუნდი,რომელსაც შეიძლება ყავდეს მესი და გუნდის პერსპეკტივისთვის მისი გუნდიდან წასვლა უკეთესი იყოს ვიდრე დარჩენა.რა თქმა უნდა მესი არ გამოირჩევა რბილი ხასიათით (როგორც ყველა გენიოსი),მაგრამ აბა შევხედოთ მისი უკმაყოფილება ბოლო 2-3 წელი რას უკავშირდება,ტრანსფერებს,და თუ ამაში ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს არ ვიცი,ვერ დავეთანხმები,როცა ლაპარაკია ბარსელონაზე,რომლისაგანაც არა თუ კატალონია,არამედ მთელი მსოფლიოს ქომაგი ყველა ტურნირის მოგებას ითხოვს და აქვს სატრანსფერო პოლიტიკა რბილად,რომ ვთქვათ წარმოუდგენლად იდიოტური აქ მესის დადანაშაულება არა სწორია.გუნდმა ზუსტად ამ პერიოდში დახარჯა ნახევარ მილიარდზე გაცილებით მეტი და ტრანსფერებში განიცადა სრული ფიასკო მწვრთნელების თემა სხვა სალაპარაკოა.მესის წასვლა ამ ეტაპზე მართებული მგონია,ვნახოთ ბარსა მესის გარეშე და მესი ბარსას გარეშე. პ.ს. 80-ნი წლებიდან ბარსას ქომაგი ვარ,(ჯერ თბილისის დინამო მერე ბარსა)წესით მე არ უნდა მინდოდეს მესის წასვლა,მაგრამ როცა ლაპარაკია ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელზე და ვხედავ თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო ბარსა დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მეც ასე ვფიქრობ.
sake
11:04 31-08-2020
0

სიახლეები პოპულარული