ანგელოზი თუ დემონი?! - ვინ არის მესი "ბარსელონასთვის"

AutoSharing Option
ლიონელ მესის ტრანსფერის შესახებ მადრიდის "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსის მიერ გაკეთებული განცხადება არსებულ სიტუაციას ნათლად აღწერს.

არგენტინელს კლუბიდან წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს, თუმცა კატალონიელები მის გამოსასყიდ თანხას - 700 მილიონ ევროს ითხოვენ.

"მან დაიმსახურა, რომ ყველაფერი თავად გადაწყვიტოს", - თქვა რამოსმა.

ლიონელი დარწმუნებული იყო, რომ კლუბი მის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებოდა და ტრანსფერს ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ "ბლაუგრანა" არგენტინელის უფასოდ გაშვებას არ აპირებს.

რომელია მესი: "ბარსას" პრივილეგირებული მოთამაშე თუ ვარსკვლავი, რომელსაც კლუბში ცუდად ეპყრობიან?! ლეო ანგელოზია თუ დემონი? აზრები უკვე
ორად გაიყო.

მესის კარიერაში პირველად "ბლაუგრანას" კაპიტანს კლუბისვე გულშემატკივრები აკრიტიკებენ. კატალონიელთა ათიანი ამ კუთხით ყოველთვის ხელშეუხებელი იყო.

ფაქტი ერთია: "ბარსელონას" პრეზიდენტსა და ლიონელის მამის შეხვედრებს პრობლემა ჯერ არ გადაუწყვეტია.

ანგელოზი

მესის მიერ გაგზავნილი ფაქსის გასაჯაროების შემდეგ პირველი ადამიანი, ვინც მას მხარი დაუჭირა, კარლეს პუიოლი იყო. ლეგენდარული ესპანელის სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს "ბარსელონას" შემტევმა ლუის სუარესმაც უპასუხა და მეგობარს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბევრი აღნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ იმ წარმატებებს, რაც არგენტინელმა "ბარსას" მოუტანა, ლეოს გუნდიდან უპრობლემოდ წასვლის უფლება უნდა მისცენ.

ლიონელს ტიტულების მოგება სურს, მაგრამ 33 წლის ასაკში კარგად იცის, რომ "ბარსელონას" საჩემპიონო გუნდის მალე შექმნის ძალა არ ჰყოფნის.

მესი ბოლო წლების განმავლობაში კლუბში სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ ეს სურვილი ამაო გახლდათ. ყველაფერს კლუბის არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა ემატებოდა და თან, "ბარსელონამ" ნეიმარის დაბრუნებაც ვერ შეძლო. თავმოყრილმა პროცესებმა არგენტინელში იმედგაცრუება გამოიწვია და "წითელ-ლურჯების" დატოვებაც ამიტომ გადაწყვიტა.

დემონი

პრესაში ლეოს კრიტიკა არ ჩანს. ერთდერთი, ვინც მესი საჯაროდ გაკიცხა, "ბარსელონას" ექსპრეზიდენტი ხოან გასპარია, რომელიც კლუბს სათავეში 2000-03 წლებში ედგა.

"მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ "ბარსელონას" წევრებსა და გულშემატკივრებს გუნდი უფრო მეტად უყვართ, ვიდრე მოთამაშეები.
მესის დარჩენა ყველას გვინდა. განა მილიონობით ფანი, რომლებიც მის დარჩენას ითხოვენ, საკმარისი არაა?! ნუთუ "ბარსელონას" წყალობით არ გახდა არგენტინელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე", - განაცხადა გასპარმა.

ხშირად პატარა არგენტინელს, მესის ეროვნულ ნაკრებში ნაჩვენები შედეგის გამოც აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ლეოს მიერ მოგებული 6-ვე "ოქროს ბურთი" "ბარსელონას" დამსახურებაა.

გულშემატკივრები ასევე აღნიშნავენ, რომ ერთ კლუბში გატარებული 20 წლის შემდეგ ფეხბურთელი ასე არ უნდა მოიქცეს. ისტორიას ხომ დღევანდელობისგან განსხვავებული დასაწყისი აქვს: ხელსახოცზე გაფორმებული პირველი კონტრაქტის შემდეგ, როცა არგენტინელის ოჯახი ლეოს სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, მესი კლუბს ასე არ უნდა ექცეოდეს, ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე დამამცირებელი აქტი იქნება.

წარმოგიდგენიათ, ეს ყველაფერი ფრანჩესკო ტოტის "რომასთვის" რომ გაეკეთებინა?

კაპიტანი, რომელსაც "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, ნელ-ნელა კარგავს მხარდაჭერას კლუბიდან წასვლის სურვილის გამო.

ფაქტი ერთია, საფეხბურთო სამყაროს მთელი ყურადღება ახლა სწორედ კატალონიისკენ არის მიმართული, რადგან შესაძლებელია, რამდენიმე დღეში "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე დიდი ეპოქა დამთავრდეს.

Sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
რომ ვფიქრობთ და ვყვირივართ ბარსელონა? ვინ წარმოგვიდგება და გვახსენდება პირველ რიგში? ბართომეუ, გულშემატკივრები თუ მესი? მესი ეს ბარსელონაა და პირიქით. და მსოფლიოს იმიტომ უყვარს და აფანატებს ბარსელონაზე, რომ მანდ თამაშობს მესი. წავა მესი და აღარ დაიდგმება საფეხბურთო სპექტაკლები და ბარსელონაც არ იქნება ისეთი როგორიც ჩვენ გვიყვარს. ბოლო 15 წლის მანძილზე მესიმ დაუწერა ბარსელონას ისტორია და თუ კაცმა დაინახა რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ ვარგა (ნეიმარის წასვლა, მეძროხე მწვრთნელის მოსვლა, არასწორი ტრანსფერები, პრეზიდენტის ორაზროვანი გამონათქვამები და კიდევ ბევრი სხვა, რაც ჩვენ კიდევ არ ვიცით...) წავა აბა რას იზამს. და მის ადგილზე ყველა ეგრე მოიქცეოდა, რადგან პირველ რიგში მესის მოეკითხება ბარსელონას წარუმატებლობა.
გიო
04 სექტემბერი 2020 21:19
0
ნორმალური მწვრთვნელი მესისთან ვერ იმუშავებს ისე აქვს თავში ავარდნილი.ეტყობა დაავიწყდათ რატომ წავიდა ბარსადან გვარდიოლა მესის თავნებობას გაეცალა.შე დალოცვილო წასვლა თუ გინდა გუნდიდან წადი რა კაცურად,ან მამას რატომ რევ ამ საქმეში.
ქინძაძა
04 სექტემბერი 2020 20:03
14
რთული საკითხია,შეიძლება მესისაც გაუგო კაცმა,მაგრამ რაც მესი ბარსაშია ასე დასუსტებული კლუბი არ ყოფილა და ამ გაჭირვებისას მიტოვება არ უნდა იყოს სწორი საქციელი კლუბის სიმბოლოს მხრიდან.თუმცა ბარსასთვის სჯობს რომ დატოვოს მესიმ კლუბი,რადგან მასზეა ჩამოკიდებული ამხელა გრანდი და უნდა გათავისუფლდეს ამ ერთ კაცზე დამოკიდებულებისგან.კლუბისთვისაც და მესისთვისაც ძალიან რთული იქნება აწი დარჩება თუ არა ორივე შემთხვევაში.ასეთი რადიკალური არ უნდა ყოფილიყო არცერთი მხარე,ერთად უნდა დამსხდარიყვნენ და გადაეწყვიტათ რა და როგორ ექნათ,ახლა უკვე გვიანია ეს ყველაფერი,დარჩება თუ წავა აზრი აღარ აქვს უკვე.ხიდი უკვე ჩატეხილია
master
04 სექტემბერი 2020 17:20
5
მესი დიდი ხანია ჩვეულებრივი "ლატარიის ბილეთია". ის არის ტოტალიზატორების "მსუყე" ნაჭერი. 700 მილიონი ევრო?!!! - ეს სპორტი უკვე აღარ არის!
კორონიკო!
04 სექტემბერი 2020 16:23
9
რა ანგელოზი და დემონი,ერთი კოლბაში გაზრდილი ბიჭია რომელიც ბავშვობიდან მიჩვეულია რომ ყველა მის ჭკუაზე დადის და როგორც კი წინააღმდეგობა შეხვდა აღარ იცის როგორ მოიქცეს.იმის მთქმელიც არავინ არა ყავს ბარსადან კარების გაჯახუნებით წასვლა რომ არ შეიძლება. ბარსას მთელ მსოფლიოში ყავს გულშემატკივარი და დარტყმული მესისტების გარდა ამას ღალატად ჩაუთვლიან.
ეს რა სათაურია.
04 სექტემბერი 2020 15:57
11
დარტყმული, რომ არ იყო დეგენერატო, ასეთ სისულეებს დაწერდი ? მესიმ ყველას დდდ
დარტყმულ მარადონისტებს, კრისპინკებს.
04 სექტემბერი 2020 17:55
2
მე არასდროს ვყოფილვარ ბარსას ფანი, მაგრამ, ობიექტურობა მაქვს ცოტაოდენი.
ერთ სიტყვაში, გინდათ, მოაქციოთ ამ ბიჭის ნაშრომი?
აი ჩემი პასუხ-შეფასება: "თუ"!!!

ამასთანავე, სხვებსაც შევაფასებ:

ბართლომე-ხრონცი: "თუმცა, იქნებ".

დირექტორატი: "რასაკვირველია, იქნებ".

სეტიენი: "მაშასადამე - ნალი".

დანარჩენი თქვენ დაამატეთ :)
alex
04 სექტემბერი 2020 15:29
2
ბარსელონასთვის მესი ღმერთია და როგორც ღმერთების ხვედრია ბოლის ბოძზე გააკრავენ
ბეგო
04 სექტემბერი 2020 15:01
2
რამდენადაც დიდი ფეხბურთელია, იმდენად არ ვარგა კაცობაში.. სირცხვილია ამ ტიპის საქციელი და გამართლება არ აქვს.. იგივე გააკეთა ნაკრებში.. იბუტება 4 წლის ბავშვივით და გაურბის ყოველთვის პრობლემებს.. როგორც პიროვნება ძალიან მხდალია.. ამის შედარება მენტალურად რონალდოსთან არც შეიძლება.. ბევრად სრულყოფილია ამასთან კრისტიანო..
lasha
04 სექტემბერი 2020 14:49
17
შენ ისევ შენსას უბერავ არა? ბევრი რამე ჩანს გარედან, მაგრამ ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო. ბიჭო გიმეორებთ არ გევასებათ მესი აუსვით რა და გაიარეთ, მართლა ნუ შეაკიკინეთ უკვე. მერე რას ამოგიჩემებიათ იმან კაცად აქცია ამან ეს გაუკეთა. მესიმ როგორც ბრწყინვალე ფეხბურთელმა ყველას დაუბრუნა ვალი ისე, რომ ლეოს არავისი ვალი არა აქვს, აქეთ გვაქვს ყველას მისი ვალი, ამდენი წელი, რომ შემოგვწირა! მესის ყოველთვის დავიცავთ თქვენნაირი მატრაბაზებისგან. სამში, რომ არა ხართ რას ბოდიალობთ. ლეოზე თუ კიდევ გააბაზრებ ერთი წლით დაგინება არ აგცდება.
ლაშას
04 სექტემბერი 2020 19:58
1
ზოგადად ჰეიტერობა მაგარი მ. და ძირითადად დაკომპლექსებული ცხოვრებაზე გამწარებული ხალხის დამახასიათებელია. რა გაუხურეთ ამ მესის, დაგიჩემებიათ მაგის იყო ყველაფერიო რომელი ინსაიდერები თქვენ ხართ, კლუბის გასახდელი კი არა ქალაქი ბარსელონაც არ გაქვთ თვალით ნანახი. დიდხანს უერთგულა კიდევ და ზოგიერთივით კლუბიდან კლუბში არ ურბენია უკეთესი პერსპექტივის ძიებაში. ადრეც უნდა წასულიყო.
არტ
04 სექტემბერი 2020 19:21
1
ყველა გამოხმაურება
სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, არა კიდე ტოროლა,ნუ გიყვართ ჟურნალისტებს ყველაფრის გაბუქება,არ იზრდებოდა სიმაღლეში,რაც ასეთი ფეხბურტელისთვის მონაცემების გაფლანგვის ტოლფასი იყო,რა სიცოცხლის გადასარჩენად?
Dato
04 სექტემბერი 2020 14:35
2
ლეო შე .ლეოოოოო! მართალია გასპარი
LIVERPOOL
04 სექტემბერი 2020 14:30
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული