როგორც მესის შეეფერება: ლეომ კორონავირუსზე ტესტი სახლში ჩაიტარა

AutoSharing Option
Ole-ს ინფორმაციით, კატალონიურ "ბარსელონაში" დარჩენილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კორონავირუსზე ტესტი საკუთარ სახლში ჩააბარა.

გამოცემის მიხედვით, თუ ტესტზე პასუხი უარყოფითი იქნება, ლეო "ბარსელონას" ვარჯიშში მონაწილეობას უკვე ხვალ, 7 სექტემბერს მიიღებს. მესიმ პარასკევს განაცხადა, რომ კლუბში რჩებოდა, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მესიმ "ბლაუგრანაში" დარჩენა მამამისა და კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს შორის გამართული საუბრის შემდეგ გადაწყვიტა. ორგანიზაციამ მესის განუცხადა, რომ მის უფასოდ გაშვებად არ აპირებდნენ. მესიმ კი "ბარსას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არ შეიტანა.


მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მინდა ისეთი ბარსა რომელიც ერთი კაცის ჭირვეულებებზე არ იქნება დამოკიდებული
fsixiatri
15:55 07-09-2020
0
სახელოვანი ბარსა გახდა იმ შიზაფრენიკების გუნდი რომლეთათვისაც მთავარია ერთი გონებასუსტი ყავდეთ კარგათ და დანარჩენი ყველაფერი წყალსაც წაუღია.საუბედუროთ შიზაფრენია არ იმკურნება.
ფსიხიატრი
12:38 07-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული