"ყოველთვის მინდოდა თუ არა საზღვარგარეთ თამაში? სიმართლე გითხრათ, არა. 2014 წელს სპონტანური გადაწყვეტილების მიღება მომიწია.
მსოფლიო თასზე გამარჯვების შემდეგ "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შევძელით და "რეალი" გამოჩნდა. ძალიან გამიმართლა, "ბლანკოსში" მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით რომ მოვხვდი.
სწორედ ამ ტიტულის დამსახურებით შეექმნათ თანაგუნდელებს ის განწყობა, რომ გუნდში სუსტი ფეხბურთელი არ მიდიოდა.
თუმცა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ აქ გატარებულ 6 წელში ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ 3-ჯერ მოვიგებდი", - განაცხადა კროოსმა.
ამისათვის "კვერცხებია" საჭირო - კროოსი მესის "რეალში" გადასვლაზე