პოჩეტინო: ამ გუნდის გაწვრთნა ჩემი ოცნებაა!

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი ევროპული კლუბების მხრიდან მიღებულ შემოთავაზებებზე გააკეთა და სამუშაოდ საოცნებო გუნდიც დაასახელა.

"არც პსჟ, არც "იუვენტუსი", არც "ინტერი" არ დამკავშირებია. მხოლოდ "ბენფიკადან" და "მონაკოდან" დამირეკეს, არ მოვიტყუები.

არ ვიცი, გავხდები თუ არა მადრიდის "რეალის" მწვრთნელი, თუმცა ბუნებრივია, ეს ჩემი ოცნება გახლავთ. ეს საუკეთესო თუ არა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

ამ მხრივ სხვებისაგან არ გამოვირჩევი, მათგან, რომლებიც ასეთ სამსახურზე ოცნებობენ", - განაცხადა არგენტინელმა.

პოჩეტინო "ტოტენჰემს" 2014-19 წლებში წვრთნიდა, იქამდე კი "საუთჰემპტონსა" და "ესპანიოლში" მუშაობდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რომლის, ლოკომოტივის?
ozeki
22:06 18-09-2020
0
არგენტინის ნაკრების მწვთნელი გახდი ჯობს. რეალში. ზიზუს მერე. რაული ან გუტი იქნება
macbook pro
22:00 18-09-2020
1

სიახლეები პოპულარული