"ატლეტიკო" სუარესს ორსეზონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
"ატლეტიკო" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესს ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონ ევროს დაუნიშნავს, - იტყობინება "მარკა".

გამოცემის ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან. ლუისი უკვე ესაუბრა გუნდის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" ურუგვაელი ფორვარდი ხელშეკრულების გაწყვეტაზე დაიყოლია. კატალონიური კლუბი კომპენსაციას არა, თუმცა ერთი წლის ხელფასის ნაწილს გადაუხდის.

33 წლის სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ბარსას გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ ობიექტური ვიქნები რომ სუარესი ბოლო ათწლეულის ერთ ერთი უძლიერესი ცენტრფორვარდია(რამდენი უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანია ბარსასთვის).მისი გაშვება არ ვიცი ან იდიოტი უნდა იყო ან კლუბის მტერი ხარ. თან ატლეტიკოში(როგორ გაძლიერდება ატლეტიკო ნახავთ, ჩემპიონიბისათვის იბრძოლებს). უმადურობაა თან როგორ გაუშვეს?
dato
25 სექტემბერი 2020 20:50
0
უმადური ან ბრმა უნდა იყო, ბარსაში სუარესის გაკეთებულს რომ ვერ შეაფასებ ღირსეულად
!
22 სექტემბერი 2020 09:04
0
ვახ ვგიჟდები, ესენი უშვებენ და ათლეტიკო 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. თავში ჭკუა აქვს კუმანს?
!!!!
21 სექტემბერი 2020 23:14
1
მასტერ ნუ გვაცინებ რა კაცურად?! 33-წლის ახალგაზრდას კაცს ბებერს ეძახი? მაშინ როლანდო სულ გადაბერებული ყოფილა და ეგ არის რა? ცნობისათვის: ბებერს ეძახიან როცა 80-ს მიუკაკუნებს ადამიანი. გუნდს არ აწყობსო იძახი ათლეტიკოს, რომ აწყობს მაშინ "ბებერი" არ არის სუა? ბართომეუს და კუმანის ხრიკებია ეს ყველაფერი. ძაღლის თავი სადაც დევს, ძალიან კარგად ვხვდებით მესის და სუას ფანები.
masteras
22 სექტემბერი 2020 15:40
0
დაბერდა,ტრავმებისკენ მიდრეკილია და ძალიან დიდი ხელფასი აქვს,კუმანი არაფერ შუაშია,კლუბს არ აწყობს.
Master
22 სექტემბერი 2020 10:41
3

სიახლეები პოპულარული