სუარესი "ბარსას" წინააღმდეგ: "მათ ეს ყველაფერი არასწორად გააკეთეს"

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ცხრიანმა ლუის სუარესმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდ კუმანმა "ბლაუგრანას" გეგმებში ურუგვაელის საჭიროება ვერ დაინახა და ამის შესახებ თანამედროვების ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს პირადად ესაუბრა.

"ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. დღემდე არ მესმის, რომ კლუბში არსებული პრობლემების გამოსწორების თვალსაზრისით, ჩემი ტრანსფერი ლოგიკური იყო. 

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ცვლილებების საჭიროება ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ამ ფორმაციის "ბარსელონამ" იმოქმედა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ხელმძღვანელობამ არასწორად იმოქმედა" -
განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა "ბარსას" ფორმით 198 გოლი გაიტანა და კატალონიური გრანდის ისტორიაში მე-3 ყველაზე შედეგი მოთამაშეა.