გრიზმანმა წასვლა გადაიფიქრა და "ატლეტიკოში" დარჩენა სურს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანტუან გრიზმანმა "როხიბლანკოდან" წასვლა გადაიფიქრა, ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სანაკრებო პაუზის დროს კლუბმა და ფეხბურთელმა მოილაპარაკეს, რომ ზაფხულში მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ახალ ხელშეკრულებაზე ისაუბრებენ.

გრიზმანს "ატლეტიკოსთან" მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ივნისში ეწურება.

2024/2025 წლების სეზონის დაწყების წინ აქტიურად იწერებოდა, რომ ანტუანი "ინდიელების" რიგებში ბოლო სეზონს ჩაატარებდა და კარიერას MLS-ში გააგრძელებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული