35 წლის ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს "რეალი" ხელშეკრულების ერთი სეზონით გახანგრძლივებას სთავაზობს.
მოდრიჩს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და "სამეფო გუნდში" დასარჩენად მზადაა ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
ის "რეალში" 2012 წელს გადავიდა და 347 მატჩში 17 ტურნირი მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2018 წელს კი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.