დაოსებული "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-10 ტურში "ბარსელონა" მადრიდში "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა.

ისევე როგორც "რეალი" საშინელ ფორმაშია "ბარსელონა", ამ შეხვედრაშიც ვერ ითამაშა თავისი ფეხბურთი, "ატლეტიკომ" კი ის ითამაშა, რაც ჩვევია, ტერ შტეგენის შეცდომით პირველი ტაიმის დასასრულს კარასკომ ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საკუთარ თავს არ ჰგავდა მესი, რომელიც მოედანზე შეუმჩნეველი იყო და ვერც მისი პარტნიორები ირჯებოდნენ სახეიროდ.

8 მატჩში "ბარსამ" 11 ქულა აიღო, რაც 1991 წლის შემდეგ ამ გუნდის უარესი შედეგია.

სტუმართა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა
დატოვა მოედანი.

სიმეონეს ხელმძღვანელობით "ატლეტიკომ" პირველად სძლია "ბარსელონას" ჩემპიონატზე - მე-18 მატჩში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
საერთოდ თუ ვინმეს მესიზე ავი დაუწერია ყველაფერს მე მაბრალებთ.მაგრამ იცოდეთ ვერასოდეს შევეგუები დაუკრეფავში გადასვლას და ფეხბურთის მეფეს პელესა და ლომის მარადონას გინებას რომლებმაც ფეხბურთში ისეთ სიმაღლეებს მიაღწიეს რომლის იქითაც აღარაფერი არსებობს.აიღეთ მაგალითი ლეოსა და კრიშტიანოსგან რომლებიც კაცურად ერთმანეთს ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებენ და შეეშვით უაზრო დაპირისპირებას.უყურეთ და დატკბით მათი თამაშით.ვერ ხედავთ მთელი მსოფლიო რა დღეში ვართ ამ უბედურების კორონას გადამკიდე.
ამაშია საქმე
10:23 24-11-2020
0
მესის როდესაც პრობლემები ქონდა ბარსადან არც ერთი ფეხბურთელი არ დაუდგა გვერდში.ყველა თავის ტყავს გაუფრთხილდა."მეგობარი" სუარესიც გაჩუმდა.ყველაზე კარგად კრიშტიანო მოიქცა რომელმაც მაგარი მხარდაჭერა გამოუხატა და ბარსას ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.ფანების საყურადღებოს დაინახეთ როგორ პატივს სცემენ ერთმანეთს,შეეშვით უსამართლო ლანძღვას და ისიამოვნეთ ამ ორი მოვლენის თამაშით.რაც შეეხება მესის უბრალოდ გადაიღალა,წარმოიდგინეთ ნაკრებში სხვა გეოგრაფიულ სარტყელში უწევს თამაში და აკლიმატიზაცია ამ ასაკში ადვილი არ არის.დარწმუნებული ვარ კიდევ რამდენიმე წელიწადი ეს ორი ფეხბურთის ბუმბერაზი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ.ცუდია რომ ახლებში მათთან მიახლოებულიც კი არავინ ჩანს.
ამაშია საქმე
16:19 23-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული