"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, რივალდოს ეჭვი ეპარება, რომ თავდამსხმელი ლეო მესი კატალონიურ გუნდში დარჩება.
"ვერ წარმომიდგენია, კლუბის ახალი ხელმძღვანელობა როგორ გადააფიქრებინებს მესის გუნდის დატოვებას. ლეო ხედავს, რომ "ბარსას" მის შესანარჩუნებლად დიდი რესურსები არ გააჩნია.
მესის სხვა კლუბები უფრო მომგებიანი წინადადებებით მიმართავენ. იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება მოუწევს, მესის კი ისედაც უნდოდა წასვლა, სიტუაცია კიდევ უფრო რთული ხდება.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, თუ კუმანი კარგ გუნდს შექმნის, მესიმ შეიძლება გადაიფიქროს. თუმცა, გავიმეორებ, ვშიშობ, ეს
"ბარსელონაში" მესის უკანასკნელი სეზონია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა", - ციტირებს რივალდოს "მარკა".
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, თუ კუმანი კარგ გუნდს შექმნის, მესიმ შეიძლება გადაიფიქროს. თუმცა, გავიმეორებ, ვშიშობ, ეს