"რეალი" მსაჯმა დააზარალა, კურტუამ დააღალატა და აღზრდილმა მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-11 ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ალავესთან".

"ალავესი" დებიუტში გატანილი პენალტით პერესმა წინ გაიყვანა, თუმცა თავად 11-მეტრიანი საკმაოდ საეჭვო იყო. საპასუხოდ კი, "რეალს" არ დაუდეს პენალტი, არა და აზარი მეტოქის საჯარიმოში აშკარად წააქციეს...

მეორე ტაიმის დასაწყისში მეკარე კურტუას შეცდომის შედეგად ხოსელუმ 2:0 დააწინაურა, 86-ე წუთზე კაზემირომ ანგარიში შეამცირა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი ისკომ ბურთი ხარიხას გაარტყა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ძალიან რთული ბურთის მოგერიება "ალავესის" მეკარე პაჩეკომ მოახერხა, რომელიც მადრიდის "რეალის" აღზრდილია.

28-ე წუთზე ტრავმა მიიღო "სამეფო
გუნდის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა და შეცვალეს.

"რეალმა" ჩემპიონატში ბოლო სამი მატჩიდან 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, 17 ქულით მე-4 ადგილზეა და 5 დეკემბერს გასვლაზე "სევილიას" შეხვდება, იქამდე კი 1-ელ დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "შახტარს" დაუპირისპირდება.

მადრიდი. "ალფრედო დი სტეფანო"
რეალი - ალავესი 1:2
გოლები: 0:1 პერესი (5, პენ), 0:2 ხოსელუ (49), 1:2 კაზემირო (86)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯმა კი არ დააზარალა, ნაჩოს გაშვერილმა მკლავმა დაბლოკა კარისკენ მიმავალი ბურთი. აბრალეთ ახლა მსაჯებს რეალის უნიათო ასპარეზობა:D
აქაური
12:14 30-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული