"ბარსელონამ" ლა ლიგის თანალიდერი დაამარცხა და ხუთეულში შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-14 ტურში "ბარსელონამ" 2:1 დაამარცხა ჩემპიონატის თანალიდერი "სოსიედადი".

პირველი ტაიმი მართლაც თვალსასეირო გამოდგა: ანგარიში 27-ე წუთზე ვილიან ჟოზემ გახსნა, თუმცა სტუმართა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მალე ჟორდი ალბამ საპასუხო გოლი გაიტანა. შესვენების წინ კი ალექს რემიროს კარი ფრენკი დე იონგმა დალაშქრა.

მეორე ტაიმში "ბარსამ" უფრო პასიურად ითამაშა, მაგრამ ამით ბასკურმა გუნდმა ვერ ისარგებლა.

"ბარსელონამ" 12 ჩატარებულ მატჩში 20 ქულა მოაგროვა, მეხუთე ადგილზეა და 19 დეკემბერს "ვალენსიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო, ასე ბოლომდე! მესის გოლები გვინდაა!
ბარსა მესი
13:11 17-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული