"ატალანტა" "გენკის" 23 წლის მარჯვენა მცველის, იოაკიმ მეხლეს შეძენას ცდილობს.
ამჟამად მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს და ბერგამოული კლუბი მზადაა დანიელის ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
მეხლემ ამ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 16 მატჩში 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი კი თავის ამჟამინდელ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.