"ელჩესთან" მატჩში (3:1) თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც იქამდე ბოლოს 21 ნოემბერს ითამაშა და მას შემდეგ ტრავმას მკურნალობდა. მან ამ შეხვედრაში დუბლის შემსრულებელ თანაგუნდელ ლუის სუარესზე ისაუბრა:
"ვიდრე არ ვთამაშობდი, გოლი არ გაჰქონდა, დავბრუნდი და ამ არამზადამ დუბლი შეასრულა! იმედია, ასევე გააგრძელებს. ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ გვინდა დიდ წარმატებას მივაღწიოთ, სწორედ ასე თამაში გვმართებს.
როდესაც "ატლეტიკომ" ლა ლიგა მოიგო, ყველაფერი ასე ხდებოდა. მე მებრძოლი და გამარჯვებული ვარ. "ატლეტიკოში" დაბრუნება ძნელი იყო. ვინც დიდ გამარჯვებებზე არ ოცნებობს, სულ ტყუილად ცხოვრობს.
ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გვაქვს", - ციტირებს დიეგო კოშტას As-ი.