იდიოტიზმის უმაღლესი მწვერვალი - დიეგო კოშტამ სიცხე სასქესო ორგანოთი გაიზომა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელ-ესპანელმა ფორვარდმა, რომელიც იუმორის კარგი, დახვეწილი გრძნობით გამოირჩევა, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გამართული მატჩის წინ კულტურული ქცევის ცხადი მაგალითი გვიჩვენა.

შეხვედრის დაწყების წინ ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, კორონავირუსთან დაკავშირებული სანიტარული ნორმები შეასრულონ. ყველა, ვინც სტადიონზე შედის, აუცილებლად იზომავს სიცხეს.

თორმომეტრთან მიახლოების შემდეგ, ნაცვლად ხელის დადებისა, დიეგო კოშტამ ტემპერატურის გასაზომად მოწყობილობას სასქესო ორგანო მიადო.

ნუ, შეხვედრა "ატლეტიკოს" გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი კი ვიტოლომ შეხვედრის 81-ე წუთზე დიეგო კოშტას გადაცემის შემდეგ გაიტანა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსული "ნუ" ..., აუცილებელია პატივცემულო ავტორო?
გიორგი
00:31 26-06-2020
2

სიახლეები პოპულარული