35 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი "რეალთან" კონტრაქტს გააგრძელებს, - იტყობინება "მარკა".
"სამეფო კლუბი" ხორვატს ხელშეკრულებას 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს. ამისათვის მან ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.
მოდრიჩი "რეალში" 2012 წელს გადავიდა, მის რიგებში ორჯერ გახდა ლა ლიგის და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ამ სეზონში კი პრიმერას 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.